საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს მშენებლობის ღირებულების ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ახალი უძრავი ქონების მშენებლობის ღირებულება წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით 12.8%-ით არის გაზრდილი.
ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 13.6 პროცენტიანი ზრდით, რაც 8.12 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.
საქსტატის თანახმად, მშენებლობის ინდექსის ზრდაზე შემდეგი ფაქტორები მოქმედებდნენ:
- სამშენებლო მასალები – გაძვირება 13.6%, წვლილი ინდექსში 8.12 პროცენტული პუნქტი;
- დასაქმებულთა ხელფასები – მატება 12.5%, წვლილი ინდექსში 2.78 პროცენტული პუნქტი;
- მანქანა-დანადგარები – გაძვირება 14.2%, წვლილი ინდექსში 0.71 პროცენტული პუნქტი;
- ტრანსპორტირება, საწვავი, ელექტროენერგია – გაძვირება 7.8%, წვლილი ინდექსში 0.10 პროცენტული პუნქტი;
- სხვა ხარჯი – მატება 13.2%, წვლილი ინდექსში 1.10 პროცენტული პუნქტი.
თავად მშენებლობის ღირებულების ინდექსის მატება ქვეყანაში უძრავი ქონების მოსალოდნელ გაძვირებაზე მეტყველებს.