მშენებლობადღის სიახლეებიეკონომიკასიახლეებიფინანსები

მშენებლობის ღირებულება 13%-ით გაიზარდა

0
გაზიარება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს მშენებლობის ღირებულების ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ახალი უძრავი ქონების მშენებლობის ღირებულება წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით 12.8%-ით არის გაზრდილი.

ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 13.6 პროცენტიანი ზრდით, რაც 8.12 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.

საქსტატის თანახმად, მშენებლობის ინდექსის ზრდაზე შემდეგი ფაქტორები მოქმედებდნენ:

  1. სამშენებლო მასალები – გაძვირება 13.6%, წვლილი ინდექსში 8.12 პროცენტული პუნქტი;
  2. დასაქმებულთა ხელფასები – მატება 12.5%, წვლილი ინდექსში 2.78 პროცენტული პუნქტი;
  3. მანქანა-დანადგარები – გაძვირება 14.2%, წვლილი ინდექსში 0.71 პროცენტული პუნქტი;
  4. ტრანსპორტირება, საწვავი, ელექტროენერგია – გაძვირება 7.8%, წვლილი ინდექსში 0.10 პროცენტული პუნქტი;
  5. სხვა ხარჯი – მატება 13.2%, წვლილი ინდექსში 1.10 პროცენტული პუნქტი.

თავად მშენებლობის ღირებულების ინდექსის მატება ქვეყანაში უძრავი ქონების მოსალოდნელ გაძვირებაზე მეტყველებს.

მსგავსი სიახლეები

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

2024 წლის საქართველოში იახტების იმპორტი 48.5%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 639 510 აშშ დოლარის იახტები (იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისათვის) იყიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 328 830 აშშ დოლარის ღირებულების…

28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება

სახელმწიფო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში 28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას Black Sea Arena-ს ადმინისტრაცია ავრცელებს. ბილეთების გაყიდვა ხვალ - 25 აპრილს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!