მსოფლიოს განვითარების მაღალი ტემპის მიუხედავად, ჯერ კიდევ არსებობს ადგილები, რომელთა მონახულებაც ვიზიტორებისთვის ან ძალიან რთული, ან შეუძლებელია. ყველა ამ ადგილს განსაკუთრებული ისტორია უძღვის წინ, რომელიც ერთი შეხედვით მისტიურიცაა. შესაბამისად რთულია გულგრილი დარჩე, მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ ტერიტორიებზე მოხვედრა პრაქტიკულად შეუძლებელია.
- ოთახი 39, ჩრდილოეთ კორეა
ჟურნალისტ კელი ოლსენის სიტყვებით, „ოთახი 39 არის ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლო ორგანიზაცია მსოფლიოს ყველაზე გასაიდუმლოებულ სახელმწიფოში“.როგორც ცნობილია, 1970-იანი წლების ბოლოს შექმნილი ოთახი 39, ფხენიანში მუშათა პარტიის შენობის შიგნით მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ოთახის შესახებ ბევრი ოფიციალური ინფორმაცია არ მოიპოვება, მიიჩნევა, რომ დაწესებულება თანხებს კომერციული საწარმოების მეშვეობით აგროვებს, როგორც ლეგალური ისე არალეგალური გზებით.
2. კოკა-კოლას სარდაფი ატლანტაში, აშშ
Coca-Cola-ს რეცეპტი ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კარგად დაცულ საიდუმლოდ და როგორც ცნობილია, მას სპეციალურად განკუთვნილ უსაფრთხოების სარდაფში იცავენ.კოკა-კოლა 1886 წელს ჯონ პემბერტონმა შექმნა ატლანტაში. მისი რეცეფტი თავიდანვე გასაიდუმლოებული იყო, მხოლოდ მცირე ადამიანებმა შეძლეს გაეგოთ თუ ზუსტად რისგან შედგება სასმელი.კომპანია 1919 წელს შეიძინა ინვესტორთა ჯგუფმა ერნესტ ვუდროფის ხელმძღვანელობით და 1920 წლიდან რეცეპტი უკვე ნიუ-იორკის ბანკში იყო დაცული. 1925 წელს კი Trust Company Bank-ს გადაეცა ატლანტაში. 2011 წელს კომპანიამ გადაწყვიტა კოკა-კოლის რეცეპტი გადაეტანა ატლანტას მუზეუმში, რომელსაც საკმაოდ ბევრი ტურისტი სტუმრობს სხვადასხვა ქვეყნიდან, თუმცა სარდაფი, მათთვის დახურულია.
3. გველების კუნძული (კეიმადა გრანდე), ბრაზილია
სან პაულოს სანაპიროდან დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარე ეს კუნძული შესაძლოა იდეალურ ეგზოტიკურ ადგილად მოგეჩვენოთ, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ათწლეულების განმავლობაში აღნიშნული ტერიტორია შხამიანი გველების შემოჭრის გამო დაუსახლებელი იყო.კუნძულზე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი სახეობის გველები ბინადრობენ. სწორედ ამ მიზეზით ბრაზილიის მთავრობა კატეგორიულად კრძალავს კუნძულის მონახულებას.
4. ჩრდილოეთ სენტინელის კუნძული
ჩრ. სენტინელის კუნძული დასახლებულია მსოფლიოში დარჩენილი რამდენიმე უკონტაქტო ტომისგან. ამ კუნძულის მკვიდრ მოსახლეობას, რომელსაც სენტინელებს უწოდებენ, თანამედროვე სამყაროსთან არავითარი კავშირი არ აქვთ, მეტიც 2006 წელს მათ ორი მეთევზე იმსხვერპლეს, რომლებიც ნავის დინებამ მათ ნაპირამდე მიყვანა.
5. ბჰანგარჰ ფორტი, ინდოეთი
ინდოეთის Times of India-ს მიხედვით, ბჰანგარჰ ფორტში შესვლისთვის საჭიროა მთავრობის ნებართვა გამთენიისას ან მზის ჩასვლის შემდეგ, რადგან აქ გარეული ცხოველები ბინადრობენ.