- ვილა სენტ-ბარტი, სენტ ბართლემი – ერთი ღამით 32 143 დოლარი
Firefly Anse Des Cayes ვილას, რომელიც ასევე ცნობილია როგორც WV Fly, აქვს საუკეთესო მოპირკეთება, დახვეწილი შეფ-მზარეულის ღირსეული სამზარეულო, სრულად აღჭურვილი სპა და საცურაო აუზი, რომელიც მომაჯადოებელ შეგრძნებას ანიჭებს სტუმრებს.
2. ვილა ,,Frostwood Gondola” აშშ, იუტა – ერთი ღამე 30 500 დოლარი
ეს არის ყველაზე მოთხოვნადი სათხილამურო კურორტი Airbnb-ზე, რომელიც მდებარეობს Wasatch-ის მთებთან ახლოს. სახლს აქვს უზარმაზარი ფანჯრები, რომლებიც სტუმრებს მუდმივი მთის ხედების ფუფუნებას აძლევს, მედია ოთახი, გარე სამზარეულო, ჯაკუზი და სათხილამურო ოთახიც კი.
3. ბარბადოსი, წმინდა პეტრეს სანაპირო – ვილა ერთი ღამით 30 274 დოლარი
ეს ადგილი მხოლოდ მსოფლიოს ყველაზე ელიტარული მოგზაურებისთვისაა. ამ ქონების ხიბლი არის მისი უსასრულო აუზი, მშვენიერი მოვლილი ბაღები, სპა ოთახი და მრავალი სხვა მახასიათებელი, რაც თქვენ უნდა ეძებოთ The Great House, Mullins-ში.
4. ,,Amilla Villa Estate” მალდივების ჩრდილოეთ პროვინცია – ერთი ღამე 30,000 დოლარი
მალდივები ყველასთვის საოცნებო დასვენების ადგილია. როცა მალდივებზე ფიქრობთ, იფიქრეთ მის ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ Airbnb Amilla Villa Estate-ზე, რომელიც ერთი ღამით დაახლოებით 30 000 დოლარი ღირს. ეს მდიდრული დასასვენებელი ვილა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ბიოსფერული ნაკრძალის ნაწილია დედამიწის ბუნებრივი სილამაზის საგულდაგულოდ შენარჩუნების გამო.
5. ვილა ,,Les Anges”-ი, შვეიცარია, ვისპი – ერთი ღამე 27 803 დოლარი
ეს არის ვილა, რომელმაც ორჯერ მოიპოვა შვეიცარიის საუკეთესო შალეს და მსოფლიოში საუკეთესო სათხილამურო შალეს წოდება. ეს მდიდრული სათხილამურო შალე ღამეში 27 803 დოლარი ღირს და სტუმრებს დიდი ვიტრაჟების წყალობით საშუალებას აძლევს დატკბნენ როგორც მთების, ასევე ქალაქის ხედებითაც.