- შეიხი მუჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი და პრინცესა სალამა – 100 მილიონი დოლარიRarest-ის მიხედვით, აბუ დაბის შეიხ მუჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანმა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრინცესა სალამამ 1981 წელს ერთ-ერთი ყველაზე ექსტრავაგანტული ქორწილი გადაიხადეს.შეიხის მშობლებმა ამ შემთხვევისთვის 20 000 ადგილიანი სტადიონი ააშენეს. ქორწილს მოქალაქეებიც შეუერთდნენ და ზეიმი ერთი კვირაზე მეტხანს გაგრძელდა
2.პრინცი ჩარლზი და ლედი დიანა სპენსერი – 110 მილიონი დოლარი
სამეფო წყვილის 1981 წლის ქორწილი იყო ყველაზე ძვირად ღირებული ბრიტანეთის სამეფო ქორწილი.
Business Insider-ის თანახმად ლედი დიანას საქორწილო კაბის საფასური ექვსნიშნა იყო. ხოლო Town & Country-მა მისი ჩაცმულობა 115 000 დოლარად შეაფასა. ეს ქორწილი გახდა “საუკუნის ქორწილი” ადგილის, დეკორაციისა და ყვავილების მაღალი ღირებულების გამო.
3.პრინცი ალბერტ II და შარლინ ვიტსტოკი – 70 მილიონი დოლარი
მონაკოს პრინცი ალბერ II შარლინ ვიტსტოკზე 2011 წელს დაქორწინდა.
პრინცი რენიე III-ისა და გრეის კელის სამეფო ქორწილის მსგავსად, თანამედროვე წყვილის ქორწილი ექსტრავაგანტული იყო. გამოცემის ცნობით, ქორწილის ღირებულებამ 70 მილიონ დოლარს მიაღწია.
4. პრინცი ჰარი და მეგან მარკლი – 42,8 მილიონი დოლარი
2018 წლის მაისის სამეფო ქორწილი ძვირი დაჯდა. ამ თანხაში არ შედის უსაფრთხოების დაგეგმილი 30 მილიონი ფუნტი.
წყვილის ქორწილი წლის ყველაზე განსაკუთრებული ცერემონიალი იყო, რომელსაც მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს.
5.პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი – 34 მილიონი დოლარი
ქორწილი 2011 წლის 29 აპრილს შედგა. ცერემონია ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართა. ქეითი უნაკლოდ გამოიყურებოდა: ალექსანდრე მაკქუინის დიზაინერ, სარა ბარტონის კაბაში და დედოფალ ელიზაბეტ II-ის ტიარით თავზე.
საინტერესოა, რომ კეტრინმა მაკიაჟი თავად გაიკეთა.