უნივერსალური პროდუქტი Multiway Clean უკვე საქართველოშია. სადეზინფექციო ხსნარი, რომელიც წყლის ფუძეზეა დამზადებული და აბსოლუტურად უსაფრთხოა ბავშვებისა და ორსულებისთვის, ბაზარზე დიდი ამბიციებით შემოვიდა. პროდუქტს საქართველოში ანალოგი არ აქვს, რადგან ჰიპოქლორინის დოზა მსგავს პროდუქტებში 0,5% – ია, მულტივეის ხსნარში კი მისი შემცველობა 0,36% ს შეადგენს, რაც ხელს უწყობს ბაქტერიების, ვირუსებისა და სოკოების ეფექტურად განადგურებაში.
პროდუქტი თურქული ბრენდის Besna Kimya-ს წარმოებაა. Besna Kimya (ბესნა ქიმია)-მ საქმიანობა 2015 წელს დაიწყო და Multiway Clean-ის ბრენდის ქვეშ ევროპის სტანდარტების უსაფრთხო სადეზინფექციო და ანტიბაქტერიული ხსნარის წარმოებას ახორციელებს.
“ჯეო მულტივეი“ აწარმოებს 4 ტიპის პროდუქციას :
- ჰუმანიტარული–ადამიანების ჯანმრთელობა
- ადგილის ზედაპირი–გარემოს დეზინფექტანტი
- ცხოველები–ვეტერინარული ჯანმრთელობა
- კვება და საჰაერო სივრცე
საქართველოში Multiway Clean-ის ოფიციალური პარტნიორი და წარმომადგენელია Multiway Clean Geo.
„ჩვენი კომპანია თურქეთის ჯანდაცვის მხრიდან გაცემული ბიოციდური ლიცენზიის მფლობელია.
ქართულ ბაზარზე 0.36% ჰიპოქლორიდის შემცველი დეზინფექტანტი არ არსებობს. მულტივეი არის ბიო პროდუქტი და უსაფრთხოა ყველასთვის, მათ შორის ბავშვებისთვისა და ორსულებისთვის. შესაძლებელია პროდუქტის მრავალჯერადად მოხმარება.’’ – განაცხადა „ჯეო მულტივეის“ დამფუძნებელმა ვალერი ივანიაშვილმა.
Multiway Clean Geo მიზნად ისახავს გახდეს ნდობის სიმბოლო ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ, ბრენდის ხარისხთან, ხელმისაწვდომ ფასებთან და მომხმარებელზე მორგებული გაყიდვების პირობებთან შერწყმით.