ამერიკულმა კოსმოსურმა სააგენტომ NASA მთვარისკენ რაკეტა SLS-ი (Space Launch System) გაუშვა, კოსმოსური ხომალდით „ორიონი“.
გამოცემის ინფორმაციით, რაკეტამ სტარტი ფლორიდაში, კენედის კოსმოსური ცენტრიდან აიღო. მანამდე გაშვება რამდენჯერმე ტექნიკური პრობლემების გამო გადაიდო.
„ორიონის“ გაშვება მისიის Artemis 1 ნაწილია. ხომალდი სატესტო, უპილოტო რეჟიმში მთვარისკენ უნდა გაფრინდეს, რამდენიმე კვირა ორბიტაზე გაატაროს და დედამიწაზე დაბრუნდეს. 2024 წელს კი მისიის Artemis 2 ფარგლებში დედამიწის თანამგზავრზე 4 ასტრონავტი გაფრინდება, 2025 წელს კი Artemis 3-ის ფარგლებში ასტრონავტები მთვარის ზედაპირზე გავლენ.