ესთეტიკური მედიცინის ევროპული ცენტრი ყოველთვის ორიენტირებულია ხარისხზე და იმ ტენდენციებზე, რომლებიც მომხმარებლების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარეობს.
სიახლე ესთეტიკური მედიცინის ევროპული ცენტრისგან – სისტემა,რომელიც საშუალებას გაძლევთ მართოთ სხეულის,როგორც გარე,ასევე შიდა პროცესები რათა მოიხსნათ ასაკობრივი ცვლილებები და ჰარმონიზაცია მოახდინოთ სახის პროპორციების. ესთეტიკური პრობლემების გადაჭრის გარდა სახის ლიფტის სპეციალისტს შეუძლია გიხსნათ თავის ტკივილისგან და ვიზუალური დარღვევებისგან
„ათასობით პაციენტთან პრაქტიკაში მუშაობისას, ჩვენ ყოველდღე ვხედავთ, რომ თანამედროვე ადამიანები ზედმეტ სტრესში არიან, სხეულის ყველა ნაწილი და განსაკუთრებით სახე სპაზმშია. გაახალგაზრდავება შესაძლებელია ინექციებისა და ოპერაციების გარაშეც. სახის გაახალგაზრდავებისთვის საჭიროა ვიმუშავოთ თავის ქალასთან ძვლებთან და მთელს სხეულთან. გამოცდილ ხელში ეს პროცედურა აბსოლუტურად უსაფრთხოა და ყველა ადამიანისთვის რეკომენდირებულია ნებისმიერ ასაკში“ – ფიქრია კუკავა, მასაჟისტ-რეაბილიტოლოგი
პლატიზმა – ეს არის კისრი კანქვეშა კუნთი, რომელიც პასუხისმგებელია მიმიკური კუნთების მოძრაობაზე, ეს არის ყველაზე გრძელი, ბრტყელი და განიერი კუნთი სახეზე.ის მართავს მთლიანად სახის ქვედა ნაწილს. კისერზე კანი ბერდება ძალიან ადრე. დროთა განმავლობაში ის დუნდება, იწელება. მიმაგრების ადგილები თხელდება და ქაჩავს სახის ქვედა მხარეს ქვემოთ, რაც იწვევს პტოზს. ჩამოწეული პირის კუნთები აძლევს სახეს ხანდაზმულ იერს,ჩნდება ვენერას რგოლები, ინდაურის კისერი და ა.შ.
„მასაჟის სამკურნალო ეფექტი მდგომარეობს ლიმფური დინების გააქტიურებაში და ქსოვილებისთვის სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაში. ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ არ გაიწელოს კანის ნაზი ზედაპირი, რომელიც საკმაოდ მგრძნობიარედ რეაგირებს სხვა და სხვა ფიზიკურ ზემოქმედებაზე. მასაჟის ჩატარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახის ზედაპირზე არ აღინიშნება არანაირი ანთებითი პროცესი, რადგან ამ შემთხვევაში მასაჟი გამოიწვევს მდგომარეობის გამწვავებას“ – ფიქრია კუკავა
მასაჟი ასწორებს ოვალის კონტურს, ხდის ეპიდერმისს ელასტიურს, აძლიერებს სისხლძარღვებს,ასწორებს სხვა და სხვა ნაოჭებს, აღმოფხვრის შეშუპებას. აუმჯობესებს სისხლის ნაკადს, ნივთირებათა ცვლას და სახის ფერს.