დღის სიახლეებიესთეტიკაპარტნირებირეპორტაჟებისიახლეები

Natural – 2023 წლისთვის გაახალგაზრდავების სფეროს მთავარი ტენდენცია

0
გაზიარება

ესთეტიკური მედიცინის ევროპული ცენტრი ყოველთვის ორიენტირებულია ხარისხზე და იმ ტენდენციებზე, რომლებიც მომხმარებლების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარეობს.

სიახლე ესთეტიკური მედიცინის ევროპული ცენტრისგან – სისტემა,რომელიც საშუალებას გაძლევთ მართოთ სხეულის,როგორც გარე,ასევე შიდა პროცესები რათა მოიხსნათ ასაკობრივი ცვლილებები და ჰარმონიზაცია მოახდინოთ სახის პროპორციების. ესთეტიკური პრობლემების გადაჭრის გარდა სახის ლიფტის სპეციალისტს შეუძლია გიხსნათ თავის ტკივილისგან და ვიზუალური დარღვევებისგან

„ათასობით პაციენტთან პრაქტიკაში მუშაობისას, ჩვენ ყოველდღე ვხედავთ, რომ თანამედროვე ადამიანები ზედმეტ სტრესში არიან, სხეულის ყველა ნაწილი და განსაკუთრებით სახე სპაზმშია. გაახალგაზრდავება შესაძლებელია ინექციებისა და ოპერაციების გარაშეც.  სახის გაახალგაზრდავებისთვის საჭიროა ვიმუშავოთ თავის ქალასთან ძვლებთან და მთელს სხეულთან. გამოცდილ ხელში ეს პროცედურა აბსოლუტურად უსაფრთხოა და ყველა ადამიანისთვის რეკომენდირებულია ნებისმიერ ასაკში“ – ფიქრია კუკავა, მასაჟისტ-რეაბილიტოლოგი

პლატიზმა – ეს არის კისრი კანქვეშა კუნთი, რომელიც პასუხისმგებელია მიმიკური კუნთების მოძრაობაზე, ეს არის ყველაზე გრძელი, ბრტყელი და განიერი კუნთი სახეზე.ის მართავს მთლიანად სახის ქვედა ნაწილს. კისერზე კანი ბერდება ძალიან ადრე. დროთა განმავლობაში ის დუნდება, იწელება. მიმაგრების ადგილები თხელდება და ქაჩავს სახის ქვედა მხარეს ქვემოთ, რაც იწვევს პტოზს. ჩამოწეული პირის კუნთები აძლევს სახეს ხანდაზმულ იერს,ჩნდება ვენერას რგოლები, ინდაურის კისერი და ა.შ.

„მასაჟის სამკურნალო ეფექტი მდგომარეობს ლიმფური დინების გააქტიურებაში და ქსოვილებისთვის სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაში. ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ არ გაიწელოს კანის ნაზი ზედაპირი, რომელიც საკმაოდ მგრძნობიარედ რეაგირებს სხვა და სხვა ფიზიკურ ზემოქმედებაზე. მასაჟის ჩატარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახის ზედაპირზე არ აღინიშნება არანაირი ანთებითი პროცესი, რადგან ამ შემთხვევაში მასაჟი გამოიწვევს მდგომარეობის გამწვავებას“  – ფიქრია კუკავა

მასაჟი ასწორებს ოვალის კონტურს, ხდის ეპიდერმისს ელასტიურს, აძლიერებს სისხლძარღვებს,ასწორებს სხვა და სხვა ნაოჭებს, აღმოფხვრის შეშუპებას. აუმჯობესებს სისხლის ნაკადს, ნივთირებათა ცვლას და სახის ფერს.

მსგავსი სიახლეები

2022 წელს სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული თანხა 65%-ით გაიზარდა

2022 წელს სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში შეტანილი თანხა 65%-ით გაიზარდა და ჯამში 739 მლნ. ლარი შეადგინა - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის შესახებ საუბრისას განაცხადა. მინისტრის თქმით,…

ბიტკოინის ფასი თითქმის 2%-ით დაეცა და ამჟამად 27,600 დოლარს შეადგენს

ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 2.2%-ით შემცირდა, თუმცა ის მაინც აჭარბებს $1.16-ტრილიონიან მაჩვენებელს.მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 534 მილიარდი დოლარის ფარგლებშია. დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება რიგით მეორე უმსხვილეს…

საქართველოში მოქმედი ხუთი ბანკი საიმედო ბანკების რეიტინგის ტოპ 20-ულში მოხვდა

Forbes-მა ხუთი ქართული ბანკი საიმედო ბანკების რეიტინგში შეიყვანა, სიაში მოხვდნენ ProCredit Bank, Halyk Bank Georgia, TBC Bank, Bank of Georgia („საქართველოს ბანკი“) და Liberty Bank. ბანკების რანჟირება საერთაშორისო სარეიტინგო…

23 მარტის ვალუტის კურსი

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.5750 ლარად ივაჭრება. ეროვნული ბანკის მიერ 22 მარტის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.5754 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი…

საზოგადოებრივი სარგებლობის ობიექტის დაზიანება-განადგურება 300 ლარით დაჯარიმებას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს

მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!