ოქროს ღირებულებამ Comex-ის ბირჟაზე ვაჭრობის დროს 2 ათას დოლარს გადააჭარბა, ამას ადასტურებს სავაჭრო პლატფორმის მონაცემები.
ოქროს მაქსიმალურმა ფასმა ერთ უნციაზე 2010,1 დოლარს მიაღწია, ხოლო თბილისის დროით 11:25 საათზე 2009,7 დოლარად იყიდებოდა (+1,83%).ოქროს ფასი 2000 დოლარზე მეტი გასული წლის აპრილში იყო.
ასევე გაიზარდა ოქროს მომპოვებელი კომპანიების აქციების ღირებულებაც.