დღის სიახლეებისიახლეები

ოქტომბერში ხაჭაპურის ინდექსი 28.6%-ით გაიზარდა – ISET-ი

0
გაზიარება

„აისეტის“ მიერ გამოქვეყნებული ხაჭაპურის ინდექსის მიხედვით, ოქტომბერში იმერული ხაჭაპურის მომზადება თვიურად 2.6%-ით, ხოლო წლიურად 28.6%-ით გაძვირდა.

ISET-ის მონაცემებით, 2022 წლის ოქტომბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება როგორც წლიურ, ისე თვიურ ჭრილში გაიზარდა და 6.18 ლარსა (ბათუმი) და 7.49 ლარს (თელავი) შორის მერყეობდა. საშუალო ღირებულებამ კი 6.57 ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის სექტემბრის მაჩვენებელს 2.6%-ით და 2021 წლის ოქტომბრის ღირებულებას კი 28.6%-ით აღემატება.

„წლიურ ჭრილში ხაჭაპურის ინდექსის ფასები საქართველოს ყველა ქალაქში გაიზარდა. ყველაზე მაღალი – 37.2%-იანი ზრდა ქუთაისში ფიქსირდება, რომელსაც თელავი (35.9%) და თბილისი (23%) მოსდევს. ყველაზე მცირე, თუმცა მაინც მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა ბათუმში (19.1%).რაც შეეხება თვიურ მაჩვენებელს, იმერული ხაჭაპურის ფასების ყველაზე დიდი ზრდა (9.4%) კახეთის, საქართველოს მთავარი ღვინის მწარმოებელი რეგიონის, დედაქალაქ თელავში დაფიქსირდა. ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ შემოდგომა განსაკუთრებული პერიოდია საქართველოში, განსაკუთრებით კი კახეთში, რადგან ის რთველთან ასოცირდება. კახეთში რთველი აგვისტოს ბოლოს იწყება და რამდენიმე კვირა გრძელდება. როგორც ჩანს, ადგილობრივმა ტურისტებმა შავი ზღვის სანაპიროდან კახეთისკენ გადაინაცვლეს, რამაც მოთხოვნა და, შესაბამისად, ფასებიც გაზარდა“, – ნათქვამია ISET-ის მიერ გამოქვეყნებულ ხაჭაპურის ინდექსში.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!