სიახლე Panjo Art-ისგან- მხატვარი მიხეილ ფანჯიკიძე ინტერიერის დიზაინერებთან მჭიდრო თანამშრომლობას იწყებს. რენდერის შექმნის პროცესში, რომელიც ფაქტიურად რეალურად ასახავს სივრცეს, დიზაინერები ხშირად ვირტუალურ ნახატებს იყენებენ, რომლის შეძენის შესაძლებლობა რეალურად არ არსებობს გარდა პრინტ ვარიანტისა. მხატვარი დიზაინერებსა და მომხმარებლებს სხვადასხვა სივრცისთვის თემატური და აბსტრაქტული ნამუშევრების კონკრეტული სივრცისთვის შექმნას საბაზრო ფასთან მიმართებაში 10,15% ფასდაკლებით სთავაზობს
„Panjo Art პლატფორმაზე გვაქვს სიახლე, თანამშრომლობას ვიწყებ ინტერიერის დიზაინერებთან.მოგეხსენებათ რენდერის შექმნის პროცესში , რომელიც ფაქტიურად რეალურად ასახავს სივრცეს და კლიენტებისთვის ყველაზე მიმზიდველი პროცესია, დიზაინერები ხშირად იყენებენ ვირტუალურ ნახატებს , რომლის შეძენის შესაძლებლობა რეალურად არ არსებობს, გარდა პრინტ ვარიანტისა. Panjo Art-ის პირობები, როგორც დიზაინერებისთვის ასევე კლიენტებისთვის იქნება მნიშვნელოვნად კომფორტული. თანამშრომლობის პირობებიდან გამომდინარე, Panjo Art
პლატფორმაზე არსებული ნამუშევრების გამოყენება “რენდერში განთავსება” და აღნიშნული ფორმით კლიენტისთვის შეთავაზება შეეძლებათ, საბაზრო ფასთან მიმართებაში 10,15% ფასდაკლებით. ნამუშევრები არ მეორდება ( არის ორიგინალი).ასევე შესაძლებელია სხვადასხვა სივრცისთვის თემატური და აბსტრაქტული ნამუშევრების შექმნა, რომელიც კონკრეტული სივრცისთვის შეიქმნება: ბინა, კაფე_ბარი, სასტუმრო და ა,შ. დაინტერესებულ პირებს ნამუშევრების ნახვა Panjo Art ფეისბუქ პლატფორმაზე შეუძლიათ. ნამუშევრის გამოყენება, რაღა თქმა უნდა შეთანხმებიდან გამომდინარე მოხდება „ – აღნიშნა მიხეილ ფანჯიკიძე Geobusinessnews.ge-სთან ინტერვიუს დროს