2022 წლის აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჰიგიენური საშუალებების ფასმა, გასულ წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად მოიმატა, მედიკამენტებმა კი დაიკლო.
კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საქონლის ფასმა 2022 წლის აგვისტოში, 2019 წლის დეკემბერთან შედარებით, 40,42%-ით მოიმატა მაშინ, როდესაც 2022 წლის აგვისტოში 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით ფასნამატი 16,62% იყო. რაც შეეხება 2022 წლის აგვისტოს, 2021 წლის დეკემბერთან შედარებით ამ ჯგუფის ნაწარმის ფასი 13,40%-ით იყო მომატებული, ხოლო 2021 წლის დეკემბერში 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, – 11,40%-ით.
ფასების საგრძნობი მატებაა დაფიქსირებული პირადი ჰიგიენის ნაწარმის შემთხვევაშიც.
კერძოდ, „საქსტატიდან“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პირადი ჰიგიენის ნაწარმმა 2022 წლის აგვისტოში, 2019 წლის დეკემბერთან შედარებით, 34,59%-ით მოიმატა, მაშინ, როდესაც 2022 წლის აგვისტოში 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით ფასნამატი 12,55% იყო.
ამავე ჯგუფის ნაწარმზე რაც შეეხება 2022 წლის აგვსიტოს, 2021 წლის დეკემბერთან შედარებით ამ ჯგუფის ნაწარმის ფასი 11,47%-ით იყო მომატებული, ხოლო 2021 წლის დეკემბერში 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, – 8,67%-ით.
რაც შეეხება ფარმაცევტულ ნაწარმს, 2022 წლის აგვისტოში, 2019 წლის დეკემბერთან შედარებით, 21,30%-ით არის მომატებული, მაშინ, როდესაც 2022 წლის აგვისტოში 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით -2,82%-ით კლება ფიქსირდებოდა. ამასთან, 2022 წლის აგვისტოს 2021 წლის დეკემბერთან შედარებითაც -4,24%-ით კლება აღინიშნებოდა. 2021 წლის დეკემბერში 2020 წლის დეკემბერთან შედარებით კი, ფასნამატი 11,46% იყო.
რაც შეეხება კონკრეტულ ნაწარმს, 2022 წლის აგვისტოში 2021 წლის დეკემბერთან შედარებით, ყველაზე მეტად სარეცხი საპნის ფასი გაიზარდა – 35,11%-ით, ასევე გაზრდილია ტუალეტის საპნის ფასი – 17,86%-ით. დეოდორანტების ფასი გაიზარდა 20,15%-ით; სახის საცხი – 21,35%-ით; ბავშვის ჰიგიენური საფენები – 15,76%-ით. 15.52%-ით არის გაზრდილი ტუალეტის ქაღალდი; 16,85%-ით შამპუნი, ხოლო 10,18%-ით – თმის საღებავი; 11.17%-ით სინთეტიკური სარეცხი ფხვნილები; -0,09%-იანი კლება ფიქსირდება ფრჩხილის ლაქის ფასის შემთხვევაში.
რაც შეეხება სხვა ნაწარმს, ჭურჭლის სინთეტიკური სარეცხი საშუალებების ფასი ამავე პერიოდში მომატებულია 9,77%-ით; ქაღალდის ხელსახოცები – 7,42%-ით; მტვრის საწმენდი ტილოები – 11,24%-ით. საპარსი პირი – 3,22%-ით; კბილის ჯაგრისი – 4,77%-ით; საპარსი კრემი – 7,32%-ით; კბილის პასტა – 3,21%-ით; ტუჩის საცხი – 0,95%-ით; ერთჯერადი ცხვირსახოცი – 10,13%-თ.
რაც შეეხება ფასების დინამიკას 2021 წლის დეკემბერში, 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, შემდეგი იყო: სარეცხი საპონი – 13,01%; სინთეტიკური სარეცხი ფხვნილები – 8,45%; ჭურჭლის სინთეტიკური სარეცხი საშუალებები – 9,42%; ქაღალდის ხელსახოცები – 16,65%; მტვრის საწმენდი ტილოები – 17,63%; საპარსი პირი – 5,16%; კბილის ჯაგრისი – 14,56%; ტუალეტის საპონი – 13,46%; საპარსი კრემი – 9,45%; კბილის პასტა – 10,59%; შამპუნი – 7,77%; ფრჩხილის ლაქი – 7,35%; ტუჩის საცხი – 4,79%; თმის საღებავი – 6,16%; სახის საცხი – 10,27%; დეოდორანტი – 13,09%; ქალის ჰიგიენური საფენები – 11,42%; ტუალეტის ქაღალდი – 7,64%; ერთჯერადი ცხვირსახოცი – 5,81%; ბავშვის ჰიგიენური საფენები – 3,28%.
რაც შეეხება მედიკამენტების ჯგუფს, „საქსტატიდან“ „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, ფასებმა საგრძნობლად დაიკლო.
კერძოდ, 2022 წლის აგვისტოში 2021 წლის დეკემბერთან შედარებით, სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტების ფასი დაკლებულია -6,18%-ით; ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები – -7,28%-ით; ანტიბიოტიკები – -3,40%-ით; ვიტამინები – -9,08%-ით; საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები -3,89%-ით, ხოლო ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების ფასი – 1,26%-ით.
რაც შეეხება ფასების დინამიკას 2021 წლის დეკემბერში 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტების ფასი მომატებული იყო -16,24%-ით; ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები – 15,13%-ით; ანტიბიოტიკები – 0,10%-ით; ვიტამინები – -6,84%-ით; საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები -11,81%-ით; ხოლო ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების ფასი – 6,07%-ით.
წყარო : Bpn.ge