ღონისძიება 28 დეკემბერს ჩატარდა და 30-მდე პიროვნება და კომპანია თავისი დამსახურების მიხედვით, სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდა. დაჯილდოების ცერემონია „თბილისი პულმანი აქსის თაუერში“ გაიმართა და მას 200-მდე მოწვეული სტუმარი დაესწრო.ბრენდ-პერსონას ტიტული ამჯერად ზურა ყიფშიძეს დამსახურებულად მიენიჭა.
გამარჯვებული კომპანიები ხუთ ნომინაციაში დასახელდნენ: „ლიდერი“ გამარჯვებულები არიან ფარმაცევტული კომპანია „პსპ ჯგუფი“, „თელავის ღვინის მარანი“, მედია ჰოლდინგი “ფორტუნა”, „ნატალია კვანტალიანის სისხლის ბანკი“, სტომატოლოგიური კლინიკების ქსელი „დენსი“; ნომინაციაში „რეპუტაცია და ნდობა“: სადაზღვევო კომპანია “არდი”, ბრენდი „K GROUP”, ავეჯის მწარმოებელი კომპანია „გრანდი“, კლინიკა „ტოტალ შარმი“, შავიტის საიუველირო სალონი, “ზუზუმბო რეზორტი და სპა”, საბავშვო ბაღი ერუდიტები, საერთაშორის განათლების აკადემია „ბიდისი“, სილამაზის ცენტრი „საბრინა“; ნომინაციაში „წარმატებული ახალი ბრენდი“: ტურისტული კომპანია „სილქვეი ჯგუფი“, საკონდიტრო „ტკბილისი“, კომპანია „ოლიმპიო“.
ნომინაციისთვის “წარმატებული ტელეპროექტი” ჯილდო ოთხ გადაცემას გადაეცა – ტელეშოუს „ავტოგრაფი“, მუსიკალურ პროექტს „რანინა“, გადაცემას „ქალების ნარატივი“ და თოქ შოუს „ღამის პრაიმ თაიმი“.
ნომინაციაში „რეპუტაცია და ნდობა“ წლის მოდურ დიზაინერად მანანა მანია დასახელდა, რომლის კოლექციაც ღონისძიებაზე ყველაზე ასევე მოდურმა ქალბატონებმა ანი ამილახვარმა, თაკო ჭანუკვაძემ, ეკა ჩხეიძემ, ანკა ვასაძემ, ცისანა სეფიაშვილმა, ლელო ჩქარეულმა, ნინო თარხან-მოურავმა და მარინა კახიანმა წარადგინეს.
ამავე ნომინაციაში „რეპუტაცია და ნდობა“ ჯილდო გადაეცა გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, რომელმაც „ლალე“-ს შესრულებით დამსწრე საზოგადოება აღაფრთოვანა. იგივე ნომინაციაში გამარჯვებულმა ავტორ-შემსრულებელმა ნატო გელაშვილმა შვილებთან ერთად კი მთელი დარბაზი მისი ჰიტით „დეკემბერი“ აამღერა.
„ქართული ბრენდის დღის“ დაჯილდოებულთა სიაში არიან: ციცინო ფუტკარაძე წარმატებული ქართული ბრენდების შექმნისთვის; კომპანია „აგუნა“ტრადიციული ქართული მეღვინეობის მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის; კონსტანტინე სულამანიძე პლასტიკური ქირუგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და მსოფლიო ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაცია „ესთა“ ქართულ-ებრაულ ურთიერთობაში შეტანილი წვლილისთვის.