დღის სიახლეებისიახლეები

ქართული წარმოების სიმინდის საექსპორტო ფასი 91%-ით შემცირდა

0
გაზიარება

2024 წლის იანვარ-თებერვალში ქართული წარმოების სიმინდის საექსპორტო ფასი 2015 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. 2024 წლის პირველ ორ თვეში 1 კგ სიმინდი 0.36 დოლარად გავყიდეთ, ხოლო გასულ წელს 3.9 დოლარად-ქართული წარმოების სიმინდის საექსპორტო ფასი წელს დაახლოებით 91%-ით შემცირდა.

მიუხედავად ფასის შემცირებისა, 2024 წლის იანვარ-თებერვალში სიმინდის ექსპორტი გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში ადგილობრივ ექსპორტზე 518 ათასი დოლარის სიმინდი გავიტანეთ, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 437.7 დოლარის. ეს ნიშნავს იმას, რომ სიმინდის ადგილობრივი ექსპორტი მიმდინარე წელს 18%-ით გაიზარდა.

საქსტატის მონაცემების თანახმად, ქართული წარმოების სიმინდის ექსპორტი აზერბაიჯანსა და ირანში განხორციელდა. აზერბაიჯანმა 1 კგ სიმინდში 5.4 დოლარი გადაიხადა, ხოლო ირანმა 0.25 დოლარი. კერძოდ:

  • აზერბაიჯანი – 174 ათასი დოლარის 32 ტონა
  • ირანი – 344 ათასი დოლარის 1 388 ტონა

2015-2024 წლების იანვარ-თებერვალში სიმინდის ადგილობრივი ექსპორტის სტატისტიკა ასე გამოიყურება:

  • 2015 წელი – 1 მლნ დოლარის 4 224 ტონა (0.23 დოლარი 1 კგ)
  • 2017 წელი – 10.8 ატასი დოლარის 2 ტონა (5.4 დოლარი)
  • 2020 წელი – 250 ათასი დოლარის 45.9 ტონა (5.4 დოლარი)
  • 2021 წელი – 127 ათასი დოლარის 52.9 ტონა (2.4 დოლარი)
  • 2022 წელი – 152.8 ათასი დოლარის 62.8 ტონა (2.4 დოლარი)
  • 2023 წელი – 437.7 ათასი დოლარის 112.6 ტონა (3.9 დოლარი)
  • 2024 წელი – 518 ათასი დოლარის 1 420 ტონა (0.36 დოლარი)

მსგავსი სიახლეები

ბადიში – იმფერია ძამა, კრიმანჭულს გამღერებს!

ბადიში • Badishi  გურული საოჯახო ფირმაა, რომელიც გურიაში, გურული და რაიონული ჯიშის კულტურებით, გამორჩეული გემოს მქონე გურულ სუნელებს, ტყემალს, აჯიკას და საწებელს ამზადებს. პროდუქტის რეცეპტები ბებოსგან შთამომავლობით შვილიშვილს…

იმპორტირებული მარწყვი მარკეტებში მინიმუმ 275%-იანი, ხოლო ბაზარში 50%-იანი ფასნამატით იყიდება

მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში მარწყვის იმპორტი 506%-ით გაიზარდა.  წელს საქართველოში იმპორტირებულია 946 ათასი დოლარის 635 ტონა მარწყვი მარტში ექსპორტზე გავიდა 54 ათასი დოლარის…

გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებს

2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს გაიზარდა. ინფორმაცია pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული. კვლევის მიხედვით, 2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ…

საქართველოში მწვანილის ფასი გაორმაგდა – 1 კილოგრამი 13 ლარი

ადგილობრივ მარკეტებში მწვანილის ღირებულება საკმაოდ მოკლე დროში შეიცვალა და თითქმის გაორმაგდა. 100 გრამი ქინძი, ოხრახუში და კამა 1,3 ლარი გახდა, ამავე ოდენობის ახალი ხახვის ფასი 3,5 ლარს შეადგენს, ხოლო 100 გრამი სალათის ფოთოლი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!