მსოფლიოში ყველაზე დიდი ვისკის ბოთლი, სახელად “The Intrepid”, დაახლოებით 1,4 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას აუქციონის სახლი Lyon and Turnbull ავრცელებს.
როგორც CNN წერს, ბოთლი 311 ლიტრს იტევს, რაც 444 სტანდარტული ბოთლის ეკვივალენტია.
ალკოჰოლური სასმელი, რომელმაც ჩამოსხმამდე 32 წელი დაჰყო მუხის კსრებში, ღია ოქროსფერია და ტკბილი გემო აქვს. Lyon and Turnbull-ის ცნობით, ის ოთხშაბათს გაიყიდა საერთაშორისო კოლექციონერზე.
ბოთლის ეტიკეტზე გამოსახულია 11 მკვლევარი, მათ შორის რანულფ ფაინსი და რობინ ნოქს-ჯონსტონი.
როგორც გამოცემა წერს, უზარმაზარი ბოთლი არ არის ვისკის ყველაზე ძვირადღირებული კონტეინერი, რაც კი ოდესმე გაყიდულა. ეს პატივი 60 წლის მაკალანს ერგო, რომელიც 2018 წელს 1,53 მილიონ დოლარად გაიყიდა.