ფინანსებიდღის სიახლეებიეკონომიკასაინტერესო სიახლეებისიახლეები

რამდენ მილიონად გაიყიდა მსოფლიოში ყველაზე დიდი ვისკის ბოთლი

0
გაზიარება

მსოფლიოში ყველაზე დიდი ვისკის ბოთლი, სახელად “The Intrepid”, დაახლოებით 1,4 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას აუქციონის სახლი Lyon and Turnbull ავრცელებს.

როგორც CNN წერს, ბოთლი 311 ლიტრს იტევს, რაც 444 სტანდარტული ბოთლის ეკვივალენტია.

ალკოჰოლური სასმელი, რომელმაც ჩამოსხმამდე 32 წელი დაჰყო მუხის კსრებში,  ღია ოქროსფერია და ტკბილი გემო აქვს. Lyon and Turnbull-ის ცნობით, ის ოთხშაბათს გაიყიდა საერთაშორისო კოლექციონერზე.

ბოთლის ეტიკეტზე გამოსახულია 11 მკვლევარი, მათ შორის რანულფ ფაინსი და რობინ ნოქს-ჯონსტონი.

როგორც გამოცემა წერს, უზარმაზარი ბოთლი არ არის ვისკის ყველაზე ძვირადღირებული კონტეინერი, რაც კი ოდესმე გაყიდულა. ეს პატივი 60 წლის მაკალანს ერგო, რომელიც 2018 წელს 1,53 მილიონ დოლარად გაიყიდა.

მსგავსი სიახლეები

Tourist card – ინოვაციური პროდუქტი კომპანიების სანდოობითა და შეთავაზებების მრავალფეროვნებით

Tourist card -  წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციასციის ახალი პროდუქტია, რომელიც სანდო კომპანიებითა და შეთავაზებებით, საქართველოში ჩამოსული ვიზიტორებისთვის შეიქმნა. ბარათში ჩაშენებულია სპეციალური პროგრამა, რომლითაც…

დაგროვებითი პენსიის სახით 10,7 მლნ ლარამდეა გაცემული

დაგროვებითი პენსიით ამ დროისთვის, სხვადასხვა კატეგორიის 3 781 პირმა ისარგებლა. ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს. „2023 წლის 8 ივნისის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.5 მილიარდი ლარია. წმინდა…

ბათუმის სტადიონმა FIABCI-ის მსოფლიო კონგრესზე, უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა

ქალაქ მაიამიში FIABCI World Prix d'Excellence Awards 2023 დაჯილდოება გაიმართა. უძრავი ქონების ოსკარის მასშტაბურ ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო და დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო…

1 კილოგრამი ჟოლოს ფასი სუპერმარკეტებში 30 ლარს შეადგენს

წელს ჟოლოს სეზონი მაღალი ფასებით დაიწყო, 1 კილოგრამის ფასი სუპერმარკეტებში 30 ლარს შეადგენს, ადგილობრივ მწარმოებლებთან კი ღირებულება 15-20 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის ფერმერების მხოლოდ ნაწილმა დაიწყო…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!