ფინანსებიRSS კატეგორიაეკონომიკასაინტერესო სიახლეები

რატომ უფასურდება კრიპტომონეტა Bitcoin-ი?

0
გაზიარება

საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილესი და მსოფლიოს პირველი კრიპტოვალუტა Bitcoin-ი გაუფასურებას განაგრძობს და, 2020 წლის შემდეგ პირველად, ფსიქოლოგიურ ნიშნულს, 20 000$-ს ჩამოსცდა. Binance-ის სავაჭრო პლატფორმაზე, კრიპტომონეტის განსაკუთრებული ვარდნა 17 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან დაფიქსირდა და მხოლოდ რამდენიმე საათში ის 10%-ით გაუფასურდა.

ღირებულების კლების ტენდენცია გამოვლინდა კაპიტალიზაციის ოდენობით სხვა მსხვილ კრიპტომონეტებშიც, მაგალითად, როგორიცაა ეთერიუმი (ETH), რომლის ფასმა, ბოლო 2 წლის განმავლობაში პირველად, 1000 აშშ დოლარზე ნაკლები გახდა.

უკვე რამდენიმე თვეა, რაც კრიპტოვალუტების ფასი იკლებს. მაისში სტეიბლკოინი TerraUSD ჩამოიშალა, რის გამოც „ქოინი“ LUNA მკვეთრად გაუფასურდა და რამდენიმე დღეში 87 აშშ დოლარიდან 0.000050 აშშ დოლარამდე დაეცა. მომხდარმა კრიპტობაზარზე პანიკა გამოიწვია, მომხმარებლებმა მონეტის გაყიდვა დაიწყეს. მკვეთრად გაზრდილი ტრანზაქციებისა და სავარაუდო თაღლითობის შემთხვევების გამო, მოქმედი სავაჭრო პლატფორმებიდან LUNA Terra გაქრა. 31 მაისიდან, Binance-დან მონეტის შეძენა კვლავ შესაძლებელი გახდა. ამჯერად მისი ფასი 2-დან 3$-ის ფარგლებში მერყეობდა.

რამდენიმე დღის წინ სავაჭრო პლატფორმა Binance-მა ბიტკოინის ტრანზაქციები დროებით შეაჩერა, ისევე, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა კრიპტო კრედიტორმა, Celsius-მა.

რაც შეეხება კონკრეტულ მიზეზს. რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მალევე, Bitcoin-მა ეტაპობრივად დაიწყო გაუფასურება. აგრესორი სახელმწიფოსათვის ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მიერ დაწესებულმა სანქციებმა, ასევე, მსოფლიოში შექმნილმა ეკონომიკურმა კრიზისმა აშშ-ს ფედერალურ რეზერვს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გაზრდისაკენ უბიძგა. შესაბამისი ზომების გატარების დაანონსების შემდეგ, ვალუტის ღირებულება, დაახლოებით, 10 000 დოლარით შემცირდა.

ქვეყნები რეცესიის მოლოდინში არიან, ინფლაცია და შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთები რეკორდულად იზრდება, წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასები ეცემა და ეს ყველაფერი კრიპტოინდუსტრიაზეც მტკივნეულად აისახება. შეერთებულ შტატებში, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალი ინფლაციური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, 2021 წლის ნოემბერში Bitcoin-ის ფასმა თითქმის 68 000 დოლარს მიაღწია, რაც მისთვის რეკორდული მაჩვენებელი აღმოჩნდა, მას შემდეგ კი კრიპტოვალუტის ფასი მცირდება. ნოემბრის პიკთან შედარებით, დღეს Bitcoin თითქმის 70%-ითაა გაუფასურებული. საერთო ჯამში, კრიპტოვალუტების საბაზრო კაპიტალიზიაცია 3 ტრილიონიდან 835 მილიარდამდეა შემცირებული.

ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, Binance-ის პლატფორმაზე დაყრდნობით, ბიტკოინის ფასმა ზრდა დაიწყო, მას შემდეგ, რაც 17-18 ივნისის ღამით მისმა ღირებულებამ თითქმის 17 000$ შეადგინა. ამჟამინდელი მონაცემებით, პირველი კრიპტოქოინის ფასი 20 000-დან 21 000 აშშ დოლარის დიაპაზონში მერყეობს. ექსპერტების განმარტებით, მომდევნო დღეებისა და თვეების განმავლობაში, ბიტკოინის ფასი კიდევ უფრო დაეცემა და, არაა გამორიცხული, 10 000$-იან ნიშნულსაც მიუახლოვდეს, თუმცა საბოლოო ჩამოშლა კრიპტოვალუტას არ ემუქრება.

 

მსგავსი სიახლეები

2024 წლის 5 ყველაზე ძვირად ღირებული ფეხსაცმელი მსოფლიოში

FORBES-ის რეიტინგის მიხედვით, პირველ ადგილზეა ანტონიო ვიეტრის მიერ შექმნილი Moonstar Shoes, რომლის ღირებულებაც 19.9 მლნ დოლარს შეადგენს და ის მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ფეხსაცმელია, რომელიც პირველად 2019 წელს დუბაიში…

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 216.3 მლნ დოლარით გაიზარდა

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ…

15 აგვისტოდან აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ტრანსპორტი, დროებით ბორითის კვანძიდან სოფელ წევამდე იმოძრავებენ რიკოთის ძველი გზით

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გვარცელებული ინფორმაციით, წევა-შორაპნის მონაკვეთზე ჩქაროსნული გზის დაერთებისთვის, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ტრანსპორტი, დროებით, ძველი გზით იმოძრავებს.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!