დღის სიახლეებისიახლეები

რჩევები ფინანსურის დამოუკიდებლობისთვის

0
გაზიარება

ფინანსური დამოუკიდებლობა ნიშნავს, გქონდეს საკმარისი პასიური შემოსავალი ყველა საყოფაცხოვრებო ხარჯის დასაფარად,რომელშიც მოიაზრება დანაზოგების, ინვესტიციებისა და ნაღდი ფულის ის ოდენობა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ვიცხოვროთ ისე, როგორც მოგვესურვება – გავიდეთ პენსიაზე როცა გვინდა და მივდიოთ ნებისმიერ სასურველ კარიერას. რჩევებს ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული საფინანსო კომპანია Schwab გვთავაზობს

  1. დახარჯეთ იმაზე ნაკლები, ვიდრე გამოიმუშავებთ

თანამედროვე სამყაროში ხარჯვის კონტროლი მეტად რთულია, განსაკუთრებით კი ონლაინ გადახდების სიმარტივის, საკრედიტო ბარათებისა და „იყიდე ახლა, გადაიხადე შემდეგ“ შემოთავაზებების პირობებში. ამიტომაც, საჭიროა ხაზის გავლება იმას შორის, თუ რა გჭირდებათ აუცილებლად და რა არა. ამის გასაკეთებლად საუკეთესო გზა ბიუჯეტის შედგენაა – ჩამოწერეთ აუცილებელი ხარჯები (საკვები, ტრანსპორტი, დაზღვევა, სესხი და სხვ) ერთ სვეტში, მეორეში კი გართობისთვის თუ დასვენებისთვის საჭირო ხარჯები. ბიუჯეტის შედგენისთვის შეიძლება გამოგადგეთ ფართოდ გავრცელებული 50/30/20-ის წესი, რაც შემდეგს გულისხმობს: შემოსავლის 50% საჭიროებებისთვის, 30% სურვილებისთვის, 20% დანაზოგისთვის.

  1. განაწყვეთ თქვენი გონება დასაზოგად

ზოგიერთი ადამიანისთვის დაზოგვა ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა ყველაზე ამას ვერ ვიტყვით. თუ დაზოგვა თქვენც გიჭირთ, ერთი კარგი ტაქტიკა მისი ავტომატიზებაა – გააკეთე თანაბარი, სადაც განთავსდება თქვენი ხელფასი და ყოველთვიურად ჩამოჭრილი გარკვეული თანხა. თუმცა, თუ ამას არ იზამთ, ეცადეთ, დაზოგვის ჩვევა ჩამოიყალიბოთ, ჩამოწერეთ მიზნები, პერიოდულად შეამოწმეთ პროგრესი და შეიტანეთ შესწორებები საჭიროების შემთხვევაში.

  1. ფონდი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის

გამოყავით თქვენი შემნახველი ბიუჯეტის ნაწილი ცალკესაგანგებო ფონდის შესაქმნელად, რათა გქონდეთ საკმარისი ნაღდი ფული სამიდან ექვსთვემდე ძირითადი ხარჯების დასაფარად. თუ ახლა იწყებთ, ეცადეთ, დაიწყოთ 1000-2000 ლარით და ამას დააშენოთ დანარჩენი. რატომაა საჭირო? ამის კარგი მაგალითი პანდემიაა, როდესაც მილიონობით ადამიანს შემოსავალი შეუმცირდა და ხარჯები მოულოდნელად მოემატა. ეს მეთოდი თავიდან აგარიდებთ სამსახურის დაკარგვითა თუ სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევით გამოწვეულ უსიამოვნებებს.

  1. დაზღვევა

შესაძლოა, ამის შესახებ აქამდეც გიფიქრიათ, თუმცა უარი გითქვამთ გარკვეული მიზეზების გამო. იქნება ეს ინდივიდუალური თუ სამსახურის შემოთავაზება, სიცოცხლის დაზღვევა რისკებს თავიდან აგაცილებთ. თუ მანქანა გყავთ, მაშინ ავტომობილის დაზღვევაც საჭიროა. დამოუკიდებლობის დიდი ნაწილი სწორედ მზადყოფნას გულისხმობს გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის.

  1. ინვესტირება

დაზოგვა ერთია და ინვესტირება მეორე – თუკი გაუთვალისწინებელი შემთხვევების ფონდი უკვე შექმნილი გაქვთ, მაშინ ინვესტირებაც მალე უნდა დაიწყოთ. თუმცა სანამ დაიწყებთ, გადახედეთ თქვენს მიზნებს დ ადროის ჰორიზონტს, რაც საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავებაში დაგეხმარებათ. აღსანიშნავია, რომ დღეს დღეობით ინვესტირებას დიდ რესურსი არ სჭირდება და დაწყება თითქმის ნებისმიერი თანხითაა შესაძლებელი.

 

 

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!