„შარშანდელთან შედარებით, გაყიდვები გაზრდილია 40%-ით“,- ამის შესახებ ინფორმაციას “რითეილ გრუპ ჯორჯიას” დირექტორი რეზო მაღალაშვილი ავრცელებს. მისი თქმით, მოთხოვნის ზრდა პოსტპანდემიურ აღდგენას და ტურიზმის ზრდას უკავშირდება.
როგორც “რითეილ გრუპ ჯორჯიას” დირექტორმა დააანონსა, მიმდინარე წლის ოქტომბერში, დეკემბერსა და მომავალი წლის მარტში, საქართველოში ახალი ბრენდი გამოჩნდება. მაღალაშვილის თქმით, საუბარია Lefties-ზე, „პარფუასა“ და Sunglass Hut-ზე, რომლებიც რამდენიმე მოლში განთავსდება.
რეზო მაღალაშვილის თქმით, Lefties-ს ორი მაღაზია მარტში გლდანის და საბურთალოს „სით მოლებში“ გაიხსნება, „პარფუა“ 14 ოქტომბერს „თბილისი მოლში“, ხოლო Sunglass Hut საბურთალოს „სითი მოლში“.
14 ოქტომბერსვე „იპეკიოლის“ მეორე მაღაზიის გახსნა იგეგმება.