საინტერესო სიახლეებიRSS კატეგორიასაზოგადოებატექნოლოგიები

რომელია სამი ყველაზე პოპულარული სმარტფონი საქართველოში?

0
გაზიარება

დღევანდელი სამყაროს განუყოფელი გაჯეტის, სმარტფონის არჩევა, მიუხედავად მრავალი ბრენდის არსებობისა, ბევრს მაინც უჭირს. ხშირად, მომხმარებლები მობილურ ტელეფონს სხვადასხვა კრიტერიუმით აფასებენ, როგორიცაა დიზაინი, ბატარეის სიმძლავრე, კამერის ხარისხი, სისწრაფე და ასე შემდეგ.  

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის საბოლოო ანგარიშის თანახმად, საქართველოში მობილური აბონენტების 39% უპირატესობას „სამსუნგის“ ტელეფონს ანიჭებს, რაც ამ ბრენდს, ქვეყნის მასშტაბით, ლიდერად აქცევს.  

კომისია საქართველოში მობილური აპარატების პროცენტულ გადანაწილებასაც მიმოიხილავს. 

კერძოდ, მათი ცნობით, საქართველოში ყველაზე პოპულარულია „სამსუნგის“ მობილური ტელეფონები. მე-2 ადგილზეა – Apple, რომლის აპარატებსაც მობილური აბონენტების – 15% ფლობს; მას მოსდევს Xiaomi, რომელსაც უპირატესობას მობილურ აბონენტთა 13% ანიჭებს, ხოლო 18% – სხვა ბრენდებზე ნაწილდება. 

მათ შორის, HUAWEI-ს აპარატებს მობილური აბონენტების 7% ფლობს, Microsoft/Nokia-ს კი 5% ანიჭებს უპირატესობას. რაც შეეხება სხვა ბრენდებს, ანგარიშის თანახმად, აბონენტების შედარებით მცირე წილი მოდის.

აღსანიშნავია ისიც, რომ HUAWEI-ს ოპერაციული სისტემისათვის საერთაშორისოდ დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, ამ ბრენდის სმარტფონზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირდა, მათ შორის საქართველოშიც.  

მსგავსი სიახლეები

2024 წლის 5 ყველაზე ძვირად ღირებული ფეხსაცმელი მსოფლიოში

FORBES-ის რეიტინგის მიხედვით, პირველ ადგილზეა ანტონიო ვიეტრის მიერ შექმნილი Moonstar Shoes, რომლის ღირებულებაც 19.9 მლნ დოლარს შეადგენს და ის მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ფეხსაცმელია, რომელიც პირველად 2019 წელს დუბაიში…

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 216.3 მლნ დოლარით გაიზარდა

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ…

15 აგვისტოდან აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ტრანსპორტი, დროებით ბორითის კვანძიდან სოფელ წევამდე იმოძრავებენ რიკოთის ძველი გზით

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გვარცელებული ინფორმაციით, წევა-შორაპნის მონაკვეთზე ჩქაროსნული გზის დაერთებისთვის, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ტრანსპორტი, დროებით, ძველი გზით იმოძრავებს.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!