„როშენი“ საკონდირო ნაწარმის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია მთელს მსოფლიოში. მის ასორტიმენტში შედის როგორც შოკოლადები და კანფეტები, ასევე ვაფლები, ორცხობილები და ა.შ.
„მოხარულები ვართ, რომ პირველად გვეძლევა საშუალება, საქართველოში დავპატიჟოთ ისეთი მსხვილი კომპანიის წარმომადგენელი, როგორიც „როშენია“. ვიწყებთ საქმიან ურთიერთობებს. ვეცდებით, რომ უკრაინულ ტკბილეულში გაჩნდეს ქართული თხილიც“, – განაცხადა თხილის მწარმოებელთა ასოციაციის (GHGA ) აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, მერაბ ჭითანავამ თბილისში გამართულ კონფერენციაზე „უკრაინული თხილი: გამოცდილების გაცვლა საქართველოსთან“
თავის მხრივ, EastFruit-თან საუბრისას, „როშენის“ წარმომადგენელმაც დაინტერესება გამოთქვა ქართულ მხარესთან თანამშრომლობის შესახებ. მან აღნიშნა, რომ უფრო კონკრეტულ დეტალებს მას შემდეგ გააჟღერებს, რაც ქართული თხილის ინდუსტრიას უფრო ახლოს გაეცნობა.
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია, ქვეყნის მასშტაბით 30 ათასამდე თხილის მწარმოებელს აერთიანებს სხვადსხვა რეგიონიდან. უკრაინული თხილის მწარმოებელთან ის წლების განმავლობაში თანამშრომლობს. სამი წლის წინ, GHGA-მ ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს უკრაინის კაკლის ასოციაციასთან.
საქართველოში თხილის ბაღების საერთო ფართობი ამჟამად დაახლოებით 70 ათასი ჰექტარია.