დღის სიახლეებიმეღვინეობაპარტნირებისაინტერესო სიახლეებისიახლეებიტურიზმი, დასვენება და გართობა

როსტომაანთ მარანი – 100 წლიანი ისტორია, შენარჩუნებული ძველი გემო და ხარისხი

0
გაზიარება

„როსტომაანთ მარანი“ – ეს არის დიდი ისტორიისა და ქართული ღვინის სამოთხე, სადაც  ღვინო მაღალი ხარისხით, თავისივე ბუნებრივ საფუარზე მზადდება, რომელიც ყოველთვის გამორჩეული და განსხვავებულია.

ქვევრის ღვინოების გარდა „როსტომაანთ მარანი“ გთავაზობთ, რქაწითელის და საფერავის  შემაგრებული ღვინოებსაც – „როსტვაინის“ სახელწოდებით. გარდა ამისა, მარანში სტუმრობისას დაგხვდებათ ჭაჭები, რქაწითელისა და საფერავის ღვინისგან დამზადებული ჯელები,  რომელიც Jam X-ის მიერ არის დამზადებული.

 

  • ღვინის დეგუსტაცია ადგილობრივი ყველი და ჯემებით/ჯელებით
  • ღვინის დეგუსტაცია წალამზე შემწვარი მწვადით
  • ღვინის დეგუსტაცია და ხინკლის გაკეთება

„როსტომაანთ მარანი“ს ხელმძღვანელი, ირაკლი როსტამაშვილი GeobusinessNews – სთან მარნის ისტორიას იხსენს და მის მთავარ ფასეულობებზე საუბრობს:

დაახლოებით 100 წლის წინ ჩვენს ოჯახს ჰქონდა მარანი და ზვრები ახმეტაში, ჟალურის ადგილებში. გადმოცემით, როგორც ვიცით ჩვენი საფერავის ღვინო ისეთი ცნობილი ყოფილა, რომ თბილისიდან ღვინის ვაჭრები ჩამოდიოდნენ ხოლმე და მთელ მოსავალს ერთიანად ყიდულობდნენ. კომუნისტები, რომ შემოვიდენენ საქართველოში 1921 წელს წაგვართვეს მარანი და მამულები, ჩვენი მარნის ბოლო მეპატრონე დიდი ბაბუა – ნიკოლოზ როსტომაშვილი, რომელიც ჩვენს ლოგოზეა გამოსახული.

2013 წელს შევიძინე 200 წლის ქვევრები და მეგობრების დახმარებით  ჩავყარე 5 ქვევრი, და დავწურეთ ყურძენი. ამჟამად ვენახი გვაქვს სოფელ, კურდღელაურში, სულ 1200 ძირი ვაზია, გაშენებული, ჯიშები: რქაწითელი, საფერავი, მწვანე, კახური მცვივანი, მწვანე, ქისი. ძირითადად რქაწითელი და საფერავია 500-500, ვენახი ჩვენი მარნიდან 10 კმ მანძილზეა.

გვაქვს ღვინოებთან სპეციალური დაწყვილებები  გაკეთბული, თელავშივე ადგილობრივად ნაწარმოებ ყველთან და ჯემებთან ერთად, ეს შეხამებები ძალიან ავსებენ ერთამანეთს და გამორჩეულს ხდის. რომელ ღვინოსაც ვასინჯებთ, იმავე ღვინისგან გაკეთბულ ჯელებსაც ვაგემოვნებინებთ ყველთან ერთად, რაც სიახლეა და საკმაოდ საინტერესო. ჩვენთან მოსულ სტუმარს შეუძლია ნახოს მარანი და ქვევრები, სადაც ღვინო იქმნება„ – ირაკლი როსტომაშვილი

სადეგუსტაციო ოთახში შესაძლებელია „როსტომაანთ მარანში“ დამზადებული ღვინოების, შემაგრებული ღვინოების და ჭაჭების დეგუსტაცია, ხოლო წინაწარი შეკვეთის შემთხვევაში მარანი ქართული ტრადიციული კერძებით : წალამზე შემწვარი მწვადითა და ხინკალით გაგიმასპინძლდებათ, ასევე შესაძლებლობა გექნებათ Jam X-ის მიერ წარმოებული ჯემებისა და ჯელების გასინჯვა, სურვილის შემთხვევაშიკი მათი შეძენა.

Jam X -ის პროდუქტები: წიწაკა, მხსხალი, მარწყვი, თუთა, ფორთოხალი, კივი, ატამი. სეზონის მიხედვით გვაქვს ხოლმე სხვადასხვა ჯემები.

 

 

მსგავსი სიახლეები

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

3 თვეში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 888,305 ლარი შეადგინა

წელს, 3 თვეში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 888,305 ლარი შეადგინა, რაც 56 ათასი ლარით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების…

საქართველო უმუშევრობის 12-წლიანი შემცირებით მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია – IMF

სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო უმუშევრობის ხანგრძლივრადიანი, 12-წლიანი შემცირებით მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია. 2012 წელს კი უმუშევრობის 12-წლიანი მატებით მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!