მას შემდეგ, რაც რუსული ბაზრის დიდი ნაწილი „კოკა-კოლამაც“ დატოვა, რუსებმა გადაწყვიტეს, ადგილობრივი შემცვლელის შექმნა. „რუსული კოლა“ – ასე ერქმევა სიახლეს. თუმცა ყურადღებას არა სახელწოდება, არამედ ვიზუალი იპყრობს:
„რუსული კოლას“ ბოთლზე ბალახი და ღვთისმშობლის ხატია გამოსახული. მწარმოებელი მიიჩნევს, რომ სასმელი „ღვთიური“ იქნება და მის ასეთ ვიზუალს, ამ ფაქტორს მიაწერს.