საინტერესო სიახლეებიდღის სიახლეებიეკონომიკასიახლეებიფინანსები

8 ქვეყანა, სადაც ფუფუნება იაფია

0
გაზიარება

არსებობს ქვეყნები, სადაც ფუფუნება ნამდვილად იაფი ღირს. წარმოგიდგენთ ინფორმაციას მათ შესახებ:

ეთიოპია – ადის-აბება

ადის-აბება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალაქია მცხოვრებლებისთვის, რომლებიც მდიდრულ და ხელმისაწვდომ ცხოვრების წესს ეძებენ.

აქ ლიტრი ბენზინი ერთ დოლარზე ნაკლები ღირს. ქირა 50%-ით იაფია, ნიუ-იორკთან შედარებით. ორ ოთახიანი ბინა ქალაქგარეთ დაახლოებით 200 დოლარი ღირს. ადის-აბება, აღმოსავლეთ აფრიკის შესანიშნავი ქალაქია, სადაც საოცარი თავგადასავლები გელით.

ვიეტნამი

ვიეტნამი, ერთ დროს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა მსოფლიოში, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში საოცრად განვითარდა.

ვიეტნამის ყველაზე ძვირად ღირებულ ქალაქებში, როგორებიცაა- ჰო ჩიმინი და ჰანოი, საკმაოდ ბიუჯეტურია. თვეში 1500 დოლარია საკმარისი იმისათვის, რომ ორი ადამიანი ფუფუნებაში იცხოვროს.

მალაიზია

მალაიზიაში, ბატუ ფერინგიში, მდიდრული სახლი სანაპიროზე სამი საძინებლით და წყლის ხედით თვეში სულ რაღაც 400 დოლარად შეგიძლიათ იქირაოთ. მალაიზიაში თქვენ შეგიძლიათ ყოველი დღე გადააქციოთ დღესასწაულად.

მანაგუა, ნიკარაგუა

მიუხედავად იმისა, რომ ნიკარაგუა მეორე ყველაზე ღარიბი ქვეყანაა მსოფლიოში, დედაქალაქ მანაგუაში მდებარეობს ისეთი დიდი საწარმოები, როგორიცაა Walmart. ეს არის ფინანსური ცენტრი, სადაც პენსიაზე გასვლის შემდეგ ბევრი უცხოელი გადადის საცხოვრებლად.

ერთი ადამიანის ცხოვრების საშუალო ღირებულება დაახლოებით 540 დოლარია, რაშიც საოცარი კომფორტი მოიაზრება. მანაგუაში ერთი ლიტრი საწვავი მხოლოდ 1,23 დოლარი ღირს, ცხოვრების ხარჯები კი 58%-ით დაბალია, ვიდრე ნიუ-იორკში.

მექსიკა

მექსიკა პენსიონერებს შორის პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც საცხოვრებელი სახლების ფასები დარეგულირდა. აქ მდიდრული საცხოვრებლის ქირაობა, საუკეთესო პლაჟითა და ჟანდაცვით თვეში 1500 დოლარიდან შეიძლება.

ქვეყანა ცდილობს კიდევ უფრო გააუმჯობესოს ჯანდაცვის სისტემა და ხანდაზმულთა დასახმარებლად პროგრამებს ახორციელებს.

პანამა

პანამა, ერთადერთი პირველი მსოფლიო მეტროპოლია ცენტრალურ ამერიკაში,რომელიც უზრუნველყოფს ფუფუნებაში ცხოვრებას შეერთებული შტატებისგან შორს ყოფნის გარეშე.

პანამაში ზღვის სანაპიროზე ბინა თვეში დაახლოებით 1500 დოლარი ღირს, ხოლო ქირა, კომუნალური მომსახურება, საკვები და გართობა თვეში დაახლოებით 2600 დოლარი.

პანამას აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პროგრამა პენსიონერებისთვის.

ბოლივია

ნიუ იორკთან შედარებით, ბოლივიის ლა პაზში ქირა საშუალოდ 89,5%-ით იაფია. 1 ლიტრი საწვავი 38 ცენტი ღირს, თუმცა გორაზე ოროთახიანი ლუქსის ქირაობა 650 დოლარად შეიძლება.

ლა პაზი არის ბოლივიის კომერციული და ფინანსური დედაქალაქი და დაიწყო მაცხოვრებლების მოზიდვა მთელი მსოფლიოდან.

ლისაბონი, პორტუგალია

ლისაბონი არის ულამაზესი ზღვისპირა ქალაქი, სადაც შეიძლება ბიუჯეტურ ფასებში საოცარ ფუფუნებაში ცხოვრება. მას აქვს კონტინენტის მასტაბით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საცხოვრებელი ფასები.

ერთი ინდივიდის თვიური ფასი არის დაახლოებით 623 დოლარი, ხოლო ქალაქში ხარისხიანი საცხოვრებელი შეიძლება მოიძებნოს დაახლოებით 550 დოლარად თვეში.

(წყარო: www.therichest.com)

მსგავსი სიახლეები

TasteAtlas-მა მსოფლიოში შოკოლადის 11 საუკეთესო საკონდიტრო ნაწარმი გამოავლინა- რეიტინგში ბელგიური შოკოლადი ლიდერობს

TasteAtlas წერს, რომ მრავალი სახეობის ბელგიური შოკოლადი განსაკუთრებით პოპულარულია სადღესასწაულო სეზონზე. ისტორიულად მისი წარმოება შვეიცარული შოკოლადების ზოგიერთი ტექნოლოგიის სესხებით დაიწყო, რომ მაღალი ხარისხის შოკოლადისა და…

ბირჟაზე ნავთობის და გაზის ფასები შემცირდა

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი ეცემა- ერთ დღეში საქონლის ღირებულება 1%-ით შემცირდა და ამჟამად ბარელი Brent-ის ფასი 89 დოლარს შეადგენს, ამერიკული WTI-ს ფასი კი 85 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ერთკვირიან პერიოდში…

მარტში საქართველოში 278.5 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა

2024 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 278.5 მლნ აშშ დოლარი (746.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 36.5%-ით (160.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას…

სახელმწიფო საგარეო ვალი 8.722 მილიარდ დოლარს შეადგენს

2024 წლის მარტის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.722 მლრდ დოლარს, დღევანდელი კურსით 23.510 მლრდ ლარს გადააჭარბა- 249.843 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქართველოს ფინანსთა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!