2019 წლიდან კომპანია CBS ჯგუფი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ბიზნესში შევიდა, გლობალური პანდემიით გამოწვეული ლოქდაუნის მიუხედავად, სწორედ აღნიშნულ პერიოდში მოხდა ჯერ კიდევ 2002 წელს დაარსებული საწარმოს სრულად გადაიარაღება, მისი ახალი, იტალიური ტექნიკით აღჭურვა და წარმოების ახალი კონცეფციის შექმნა. კომპანიამ სწორედ აღნიშნულ პერიოდში გაიარა რებრენდინგი და შეიქმნა სრულიად ახალი ქართული ბრენდი „მარნაველი“, რომელისთვისაც გასული 2022 წელი წარმოუდგენლად წარმატებული აღმოჩნდა. ახალმა ქართულმა ბრენდმა მსოფლიოს წამყვანი სომელიეების და სტუმრების აღფრთოვანება დაიმსახურა. „მონდუს“ უმაღლესი ჯილდო „მარნაველის“ სამმა პროდუქტმა მიიღო. ოქროს მედლით გერმანიიდან საქართველოში 2019 წლის მუხაში დაძველებული საფერავი დაბრუნდა, ოქრო მოიპოვა „მარნაველის“ 2019 წლის მუხაში დაძველებულმა რქაწითელმა და განსაკუთრებული გემოვნების მქონე ევროპელებს არ გამორჩენიათ, არც „მარნაველის“ 2019 წლის ქვევრის ქისი-ხიხვი, რომელმაც ფესტივალიდან დამსახურებული ოქრო წამოიღო.
„მარნაველისთვის“ ასევე წარმატებული იყო, დიდ ბრიტანეთში დაარსებული IWSC (International Wine & Spirits Competition) საერთაშორისო ღვინისა და სპირტების კონკურსი, საიდანაც ქართულმა კომპანიამ, 5 წარდგენილი ღვინის ნიმუშიდან 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო დაიმსახურა. ჰონგ კონგში დაარსებული საერთაშორისო ღვინისა და სპირტების კონკურსი გამორჩეული გამოდგა „მარნაველისთვის“, ოთხი ღვინისა და ბრენდის ნიმუშიდან, კომპანია ოთხივეში დაჯილდოვდა სამი ოქროსი და ერთი ვერცხლის მედლით. მარნაველის მანავი, ქისი-ხიხვი, მუხის კასრებში დაძველებული ყურძნის ბრენდი Marnaveli XO და Marnaveli 5 – Gold Award 2022 and Best Grape ხუთწლიანი დავარგებით. „მარნაველი“ მოცემული დროისთვის ოცდაათი სახეობის ღვინოს და ყურძნის ბრენდს აწარმოებს და წელიწადში 3 მილიონამდე ბოთლს ასხამს. ტრადიციულ ბაზრებს ჩინეთის და ამერიკის ბაზარიც დაემატა, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა უკრაინა იყო.