1 უნცია 1 837 აშშ დოლარი ღირს, რაც 13.1%-ით მეტია გასული წლის 17 ოქტომბრის მაჩვენებელზე, 1627 აშშ დოლარზე.ოქროს ღირებულება საერთაშორისო ბირჟაზე უკვე მეოთხე თვეა ზრდის ტენდენციით ხასიათდება.
რაც შეეხება ბოლო 1 დღეს, ოქროს ფასმა თითქმის 1%-ით დაიკლო, თუმცა 7 თვიან მაქსიმუმთან კვლავ ახლოსაა. ერთი დღის წინ ძვირფასი ლითონის ფასი 1854 დოლარამდე იყო გაზრდილი, რაც 7-თვიანი მაქსიმუმია.
ზრდის ტენდენცია დოლარის ინდექსის შემცირებას, ამერიკული ვალუტის გაუფასურებას, ასევე ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდის ტემპის მოსალოდნელ შენელებას უკავშირდებოდა. ბოლო სხდომაზე Fed-მა განაკვეთები 50 საბაზო პუნქტით გაზარდა, წინა 4 სხდომაზე კი უფრო მეტით, 75 საბაზო პუნქტით. ინვესტორები მოელიან, რომ შემდგომში ფედერალური რეზერვი განაკვეთებს კიდევ უფრო ნაკლებად, 25 საბაზო პუნქტით შეამცირებს.
უშუალოდ ახლანდელი შემცირება კი დაკავშირებულია Fed-ის დეკემბრის შეხვედრიდან გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც დასტურდება, რომ ინფლაციასთან საბრძოლველად აგრესიული მონეტარული პოლიტიკა 2023 წელსაც შენარჩუნდება და განაკვეთების ზრდა კვლავ მოსალოდნელია.
ოქტომბრიდან მოყოლებული იზრდება ვერცხლის ფასიც და ამჟამად 23.3 აშშ დოლარი ღირს, პლატინას ღირებულება კი 1 063 აშშ დოლარია.