ბანკებიდღის სიახლეებიეკონომიკა

საქართველოს ბანკის ინვესტიციების საკომისიო დეკემბრიდან იცვლება

0
გაზიარება

საქართველოს ბანკი მუდმივად ორიენტირებულია მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებაზე და ცდილობს, მათ ყოველთვის ახალი ინიციატივები შესთავაზოს. ამ მიზნით, საქართველოს ბანკისა და Galt & Taggart-ის ერთობლივი პროდუქტის, „ინვესტიციების“ საკომისიო გადასახადები 1 დეკემბრიდან იცვლება და მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი ხდება. აქციის ყიდვის დროს საკომისიო ტრანზაქციის 0.3% (მინიმუმ $0.5; მაქს. $10) იქნება. მაგალითად, მომხმარებელი, Tesla-ს $200-ის ღირებულების აქციის შეძენისას საკომისიოს $0.6-ს გადაიხდის.

რაც შეეხება ყოველთვიურ საკომისიოს, $2-ის ნაცვლად, $5000-მდე პორტფელზე $0.5 იქნება, უფრო დიდი ზომის პორტფელზე კი მომხმარებელი აქტივების 0.01%-ს გადაიხდის.

SOLO და Wealth Management-ის მომხმარებლებებისთვის პლატფორმის გამოყენება სრულიად უფასო გახდება, ანგარიშის გახსნის შემდეგ კი 3 ტრანზაქციას საკომისიოს გარეშე განახორციელებენ.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის ინვესტიციები მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოში ყველაზე დაბალი საკომისიო შესთავაზოს და ისეთი საერთაშორისო კომპანიების აქციებით ივაჭრონ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Google, Tesla, Microsoft და სხვა. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო მეტი მომხმარებელი, მსოფლიოში მილიონობით ინვესტორს შეუერთდეს და დაიწყოს აშშ-ს საფონდო ბირჟებზე ინვესტირება, რადგან დღესდღეისობით ეს პროცესი საკმაოდ ხელმისაწვდომი და მარტივი გახდა. რაც მთავარია ინვესტირებას მობილბანკის მეშვეობით ღილაკზე თითის ერთი დაჭერით შეძლებენ. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და სამომავლოდ მომხმარებლებს არაერთ სიახლეს შევთავაზებთ, რათა ადამიანებს ფულის შენახვისა და დამატებითი შემოსავლის მიღების უფრო მრავალფეროვანი არჩევანი მივცეთ“, – განაცხადა Galt&Taggart-ის საბროკერო მიმართულების ხელმძღვანელმა, დავით ნიშნიანიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის „ინვესტიციები“, ბანკისა და მისი შვილობილი კომპანიის Galt & Taggart-ის მეშვეობით გახდა ხელმისაწვდომი.

მსგავსი სიახლეები

იმპორტირებული მარწყვი მარკეტებში მინიმუმ 275%-იანი, ხოლო ბაზარში 50%-იანი ფასნამატით იყიდება

მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში მარწყვის იმპორტი 506%-ით გაიზარდა.  წელს საქართველოში იმპორტირებულია 946 ათასი დოლარის 635 ტონა მარწყვი მარტში ექსპორტზე გავიდა 54 ათასი დოლარის…

გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებს

2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს გაიზარდა. ინფორმაცია pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული. კვლევის მიხედვით, 2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ…

საქართველოში მწვანილის ფასი გაორმაგდა – 1 კილოგრამი 13 ლარი

ადგილობრივ მარკეტებში მწვანილის ღირებულება საკმაოდ მოკლე დროში შეიცვალა და თითქმის გაორმაგდა. 100 გრამი ქინძი, ოხრახუში და კამა 1,3 ლარი გახდა, ამავე ოდენობის ახალი ხახვის ფასი 3,5 ლარს შეადგენს, ხოლო 100 გრამი სალათის ფოთოლი…

საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 3 694 600-მდე შემცირდა

2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694 600 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია -  სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!