ბანკებიბიზნესიდღის სიახლეებისამეგრელო-ზემო სვანეთი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სენაკში ნაყინის საწარმომ წარმოება გაზარდა

0
გაზიარება

საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების გაძლიერების მიზნით აგრომეურნეობის მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით სენაკში ნაყინის კომპანიამ „თეთრი დათვი“ წარმოება მნიშვნელოვნად გაზარდა და უკვე წლიურად 1 450 000 ლარის პროდუქციას აწარმოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 2 045 000 ლარია, ხოლო ბანკის ინვესტიცია 464 000 ლარს შეადგენს.

„ბანკთან თანამშრომლობით შევძელით, სენაკში ნაყინის საწარმო კიდევ უფრო გაგვეფართოვებინა. ბანკის მხარდაჭერით პროდუქციის გაზრდილი რაოდენობით წარმოების მიზნით დანადგარები შევიძინეთ, რის შედეგადაც ნაყინის რეალიზაციას ვახდენთ რამდენიმე რეგიონში. ესენია: სამეგრელო, აჭარა, გურია, იმერეთი, ახალციხე. ასევე, ვამარაგებთ რუსთავსა და თბილისის მაღაზიებს. ამ ეტაპზე გვყავს 80 ადამიანი დასაქმებული და ვგეგმავთ მეორე პავილიონის გახსნას ზუგდიდში, რაც შექნის ახალ სამუშაო ადგილებს. სამომავლოდ კი ვაპირებთ რეალიზაცია მთელი საქართველოს მასშტაბით განვახორციელოთ“, – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი, დავით გარუჩავა.

„საქართველოს ბანკი რეგიონებში მცირე მეწარმეების წახალისებას აგრძელებს. მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ჩვენი ჩართულობით კიდევ ერთი ბიზნესი გაძლიერებულიყო. მნიშვნელოვანია, როცა მეწარმე ცდილობს არ გაჩერდეს, განვითარდეს, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები და ამით ხელი შეუწყოს რეგიონის განვითარებას. ჩვენ კი მუდმივად მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ასეთ პროექტებს“, – განაცხადა გიორგი ბოჩიკაშვილმა, საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა.

მსგავსი სიახლეები

ბადიში – იმფერია ძამა, კრიმანჭულს გამღერებს!

ბადიში • Badishi  გურული საოჯახო ფირმაა, რომელიც გურიაში, გურული და რაიონული ჯიშის კულტურებით, გამორჩეული გემოს მქონე გურულ სუნელებს, ტყემალს, აჯიკას და საწებელს ამზადებს. პროდუქტის რეცეპტები ბებოსგან შთამომავლობით შვილიშვილს…

იმპორტირებული მარწყვი მარკეტებში მინიმუმ 275%-იანი, ხოლო ბაზარში 50%-იანი ფასნამატით იყიდება

მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში მარწყვის იმპორტი 506%-ით გაიზარდა.  წელს საქართველოში იმპორტირებულია 946 ათასი დოლარის 635 ტონა მარწყვი მარტში ექსპორტზე გავიდა 54 ათასი დოლარის…

გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებს

2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს გაიზარდა. ინფორმაცია pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული. კვლევის მიხედვით, 2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ…

საქართველოში მწვანილის ფასი გაორმაგდა – 1 კილოგრამი 13 ლარი

ადგილობრივ მარკეტებში მწვანილის ღირებულება საკმაოდ მოკლე დროში შეიცვალა და თითქმის გაორმაგდა. 100 გრამი ქინძი, ოხრახუში და კამა 1,3 ლარი გახდა, ამავე ოდენობის ახალი ხახვის ფასი 3,5 ლარს შეადგენს, ხოლო 100 გრამი სალათის ფოთოლი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!