დღის სიახლეებირეგიონები

საქართველოში ყურძნის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა

0
გაზიარება

2022 წლის აგვისტოში საქართველოში ყურძნის იმპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. მხოლოდ ერთ თვეში ქვეყანამ 104,6 ათასი დოლარის ღირებულების 112 ტონა ახალი ყურძენი იყიდა. ეს კი პანდემიამდელ მაჩვენებელს თითქმის 2,5-ჯერ აღემატება. 2019 წლის აგვისტოში ქვეყანამ 41,58 ათასი დოლარის 48.6 ტონა ყურძენი იყიდა.

გარდა 2019 წლისა, წელს აგვისტოში ყურძნის იმპორტმა ყველა 13-წლიანი რეკორდიც მოხსნა. ინფორმაციისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები, თუ რა მოცულობის მარწყვი იყიდა საქართველომ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საგარეო ვაჭრობის პორტალზე 2009 წლიდან არის ხელმისაწვდომი. 2009 წლის აგვისტოში ქვეყანამ 7,06 ათასი დოლარის ღირებულების 4,5 ტონა ყურძენი იყიდა.

საქსტატის მონაცემებით, მთლიანად 2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში 1,086 მლნ დოლარის ღირებულების 1 171 ტონა ყურძნის იმპორტი განხორციელდა.

რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, 2022 წლის აგვისტოში საქართველომ ყურძენი მსოფლის სამ ქვეყანაში იყიდა:

  • თურქეთი – 89,9 ათასი დოლარი (99,78 ტონა)
  • სომხეთი – 10,2 ათასი დოლარი (11,51 ტონა)
  • ნიდერლანდები – 4,47 ათასი დოლარი (1,48 ტონა)

აღსანიშნავია, რომ აგვისტო არ არის სუფრის ყურძნით საგარეო ვაჭრობის ძირითადი თვე. საქართველოში სუფრის ყურძნის იმპორტის პიკური პერიოდი წლის მეოთხე კვარტალზე მოდის. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს თვეებში ქვეყანაში ყურძნის იმპორტმა მორიგი რეკორდი მოხსნას.

 

მსგავსი სიახლეები

იმპორტირებული მარწყვი მარკეტებში მინიმუმ 275%-იანი, ხოლო ბაზარში 50%-იანი ფასნამატით იყიდება

მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში მარწყვის იმპორტი 506%-ით გაიზარდა.  წელს საქართველოში იმპორტირებულია 946 ათასი დოლარის 635 ტონა მარწყვი მარტში ექსპორტზე გავიდა 54 ათასი დოლარის…

გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებს

2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს გაიზარდა. ინფორმაცია pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული. კვლევის მიხედვით, 2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ…

საქართველოში მწვანილის ფასი გაორმაგდა – 1 კილოგრამი 13 ლარი

ადგილობრივ მარკეტებში მწვანილის ღირებულება საკმაოდ მოკლე დროში შეიცვალა და თითქმის გაორმაგდა. 100 გრამი ქინძი, ოხრახუში და კამა 1,3 ლარი გახდა, ამავე ოდენობის ახალი ხახვის ფასი 3,5 ლარს შეადგენს, ხოლო 100 გრამი სალათის ფოთოლი…

საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 3 694 600-მდე შემცირდა

2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694 600 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია -  სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!