დღის სიახლეებიტურ ოპერატორები

სამხრეთ აფრიკელი ტურ-ოპერატორები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

0
გაზიარება

ახალი ტურისტული ბაზრების ათვისების მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ტურ-ოპერატორებს უმასპინძლა. უმსხვილესი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის საქართველოში ინფო-ტური ავიაკომპანია „თურქეთის ავიახაზების“ თანაორგანიზებით გაიმართა.
ტურის ფარგლებში სამხრეთ აფრიკელი ტურ-ოპერატორები თბილისსა და კახეთს ესტუმრნენ. ტურ-ოპერატორები გაეცნენ ტურისტულ ინფრასტრუქტურას, დაინტერესდნენ საქართველოს ღვინისა და გასტრო ტურიზმის პოტენციალით. ტურის ფარგლებში მოეწყო კულინარიული მასტერკლასი და ღვინის დეგუსტაცია.
ინფო-ტურის მონაწილეებისათვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პრეზენტაცია გამართა საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ. სამხრეთ აფრიკელი ტურ-ოპერატორები B2B ფორმატის ფარგლებში ქართველ კოლეგებს შეხვდნენ, სადაც სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი ტურების მოწყობის საკითხები განიხილეს.

მსგავსი სიახლეები

ბადიში – იმფერია ძამა, კრიმანჭულს გამღერებს!

ბადიში • Badishi  გურული საოჯახო ფირმაა, რომელიც გურიაში, გურული და რაიონული ჯიშის კულტურებით, გამორჩეული გემოს მქონე გურულ სუნელებს, ტყემალს, აჯიკას და საწებელს ამზადებს. პროდუქტის რეცეპტები ბებოსგან შთამომავლობით შვილიშვილს…

იმპორტირებული მარწყვი მარკეტებში მინიმუმ 275%-იანი, ხოლო ბაზარში 50%-იანი ფასნამატით იყიდება

მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში მარწყვის იმპორტი 506%-ით გაიზარდა.  წელს საქართველოში იმპორტირებულია 946 ათასი დოლარის 635 ტონა მარწყვი მარტში ექსპორტზე გავიდა 54 ათასი დოლარის…

გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებს

2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს გაიზარდა. ინფორმაცია pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული. კვლევის მიხედვით, 2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ…

საქართველოში მწვანილის ფასი გაორმაგდა – 1 კილოგრამი 13 ლარი

ადგილობრივ მარკეტებში მწვანილის ღირებულება საკმაოდ მოკლე დროში შეიცვალა და თითქმის გაორმაგდა. 100 გრამი ქინძი, ოხრახუში და კამა 1,3 ლარი გახდა, ამავე ოდენობის ახალი ხახვის ფასი 3,5 ლარს შეადგენს, ხოლო 100 გრამი სალათის ფოთოლი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!