მეღვინეობაRSS კატეგორიადღის სიახლეებიქართული წარმოება

საოჯახო მეღვინეობა მილდიანის ისტორია

0
გაზიარება

საოჯახო მეღვინეობა მილდიანი, უპირველეს ყოვლისა, უძველესი ქართული ტრადიციისა და უახლესი გამოცდილების თანხვედრის საუკეთესო მაგალითია.

უკვე მრავალი წელია, კომპანია მილდიანი თანამედროვე სტანდარტების მქონე, უმაღლესი ხარისხის ქართულ ღვინოსა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ქართულ ალკოჰოლურ სასმელებს აწარმოებს და წარმატებით ყიდის მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში.

May be an image of 1 person

„საოჯახო მეღვინეობა მილდიანის“ ისტორია 1991 წელს იწყება, როდესაც ენთუზიაზმითა და მეღვინეობისადმი სიყვარულით სავსე ოთხი ძმა აფუძნებს კომპანიას, რომელიც მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა დღემდე იზრდება და ვითარდება.

ყველაფერი მეღვინეობისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით დაიწყო. პირველ ხანებში, ქვეყანაში არსებული ღვინის მარაგების შესყიდვა და ექსპორტი ხდებოდა, რაც მცხეთაში ღვინის ჩამოსასხელი საკუთარი საწარმოს აშენების წინაპირობა გახდა. სულ მალე იქვე აშენდა საკუთარი კერამიკის საამქრო, სადაც მრავაფლეროვანი კერამიკული ღვინის ბოთლები მზადდებოდა. ამ საამქროს მიერ გამოშვებული თიხის ბოთლები, რომლებშიც კომერციალიზაციის მიზნით ღვინო ჩაისხა, პირველი პრეცენდენტი იყო პოსტსაბჭოთა საქართველოში.

რამდენიმე წელში, მიზანმიმართული და დაუღალავი შრომის შედეგად, საკუთარი ღვინის საწარმოს მშენებლობასაც ჩაეყარა საფუძველი, რომელიც უმაღლესი ხარისხის იტალიური დანადგარებით აღიჭურვა. ეს საწარმო კახეთში, მეღვინეობის ერთ-ერთ გამორჩეულ ზონაში – წინანდალში მდებარეობს. აქ იწარმოება უმაღლესი ხარისხის ღვინოები და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლური სასმელები, რომელთაც უამრავი საერთაშორისო ჯილდო და მედალი აქვთ მიღებული წლების განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ მეღვინეობა მილდიანის 2002 წლის მოსავლის საფერავი, პირველი ქართული ღინო იყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რომელიც 2004 წელს პარიზში, ღვინის საერთაშორისო კონკურსზე _ ,,Vinalies Internationales” ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა.

No photo description available.

კომპანია მილდიანი მეღვინეობის სხვადასხვა ზონებში საკუთარ ვენახებს ფლობს და სრულად აკონტროლებს ხარისხს პროდუქციის წარმოების ყველა ეტაპზე.

დღეისათვის ეს არის მილდიანი ჯგუფი, რომელიც უკვე არა მხოლოდ ღვინის წარმოებაშია წარმატებული. მილდიანი ჯგუფის ყოველი წევრი საკუთარ თავს ერთი დიდი ოჯახის წევრად გრძნობს, რაც თითოეული მათგანისათვის პრესტიჟი და სიამაყეა.

სავაჭრო ნიშანი „მილდიანის“ ქვეშ ერთიანდება მილდიანის საგვარეულო ღვინოები და სხვა ალკოჰოლური სასმელები: კლასიკური ქართული ღვინო, ტრადიციული ქვევრის ღვინო, ქართული ბრენდი, ქართული ჭაჭა და ქართული ლიქიორული ღვინო.

მსგავსი სიახლეები

150 ათასზე მეტ პენსიონერს, ვისაც 2023 წლამდე აქვთ აღებული სესხი, პროცენტი შეუმცირდებათ

პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციითა და ამ პროცესში ეროვნული ბანკის ინტენსიური ჩართულობით, „ლიბერთი ბანკმა" ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო - 150 ათასზე მეტ პენსიონერს, ვისაც 2023 წლამდე აქვთ აღებული სესხი,…

რატომ ეშვება წარბები დაბლა? – ნინო ნათელაძე, ესთეტიკური მედიცინის ევროპული ცენტრის ექიმი კოსმეტოლოგი

ჩამოშვებული წარბები შეიძლენა იყოს, როგორც ანატომიური თავისებურება, ასევე გამოწვეული ასაკთან დაკავშირებული ცვლილება, კანი ნელ-ნელა ეშვება და უახლოვდება თვალის ჭრილს, რომლს ძირითადი მიზეზიბია: გრავიტაციული პტოზი ანუ…

იანვარში 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს დასაქმებულთა 23,3% იღებდა

PMCG კვლევითი ცენტის დასაქმების თრექერის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 23.3%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.4%-ით,…

ბაზარზე თაფლი 10-15%-ით გაძვირდა

თაფლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის, ალეკო პაპავას განცხადებით, თაფლი დეფიციტური გახდა ,როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე თაფლზე მოთხოვნა დიდია, თუმცა საქართველოს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება არ შეუძლია.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!