დღის სიახლეებისიახლეები

საქართველო ვაშლის ექსპორტიორი ქვეყნების რეიტინგში 34-ე ადგილზეა

0
გაზიარება

გასულ წელს საქართველოდან 6 მლნ დოლარის ვაშლი გავიდა ექსპორტზე, რა ოდენობითაც ქვეყანა ღირებულების თვალსაზრისით 41 მთავარ ექსპორტიორს შორის 34-ე ადგილზეა. ინფრომაციას ამის შესახებ ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (American Association of Wine Economists-AAWE) რეიტინგში წერია, რომელიც ასოციაციის facebook-გვერდზე ვრცელდება.

სამხრეთ კავკასიის ლიდერი აზერბაიჯანია, საიდანაც 2023 წელს 57 მლნ დოლარის ვაშლი გავიდა. ამ მონაცემით ქვეყანა რეიტინგში მე-17 ადგილზეა, ხოლო სომხეთი სიის ბოლო ადგილს იკავებს. ქვეყნიდან ექსპორტზე მხოლოდ 3 მლნ დოლარის ვაშლი გავიდა.

საქართველო ვაშლის საექსპორტო ღირებულებით უსწრებს ყაზახეთს, ავსტრალიასა და სლოვენიას, საიდანაც სათითაოდ 5 მლნ დოლარის ვაშლი გავიდა, ასევე, მალაიზიას, დანიასა და ირლანდიას, რომელთაგან თითოეულმა ექსპორტზე 4 მლნ დოლარის ვაშლი გაიტანა.

ვაშლის საექსპორტო ღირებულებით მსოფლიო ლიდერი იტალიაა, რომელიც ისეთ დიდ ბაზრებს უსწრებს, როგორიც ჩინეთი და აშშ-ია.

ქვეყნების 2023 წლის ტოპ 10-ეული ასეთია:

  • იტალია – 995 მლნ დოლარის
  • ჩინეთი – 970 მლნ
  • აშშ- 931 მლნ
  • ახალი ზელანდია – 532 მლნ
  • სამხრეთ აფრიკა – 486 მლნ
  • ჩილე – 446 მლნ
  • პოლონეთი – 430 მლნ
  • საფრანგეთი – 422 მლნ
  • თურქეთი – 175 მლნ
  • ნიდერლანდები – 154 მლნ

წამყვანი ათეულის მიჯნაზეა იაპონია, საიდანაც გასულ წელს ექსპორტზე 119 მლნ დოლარის ვაშლი გავიდა.

ცნობისთვის: AAWE არაკომერციული საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომელიც ეკონომიკურ კვლევებს ეწევა, ასევე, მეღვინეობის სფეროში იდეებს აანალიზებს და მათ გაცვლას უწყობს ხელს. ასოციაციის ძირითადი საქმიანობა მეღვინეობის შესახებ რეცენზირებული ეკონომიკური ჟურნალის გამოცემა და მეღვინეობასთან დაკავშირებული სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზებაა.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!