საქართველოდან ექსპორტზე რეკორდული ღირებულების თაფლი გავიდა.რეკორდული იყო, როგორც ღირებულებით, ასევე მოცულობით.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოდან გასული წლის განმავლობაში 1 მილიონ 175 ათასი დოლარის ღირებულების 258 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა. 2021 წელთან შედარებით ექსპორტით მიღებული შემოსავალი 78.8%-ით, ხოლო მოცულობა 49.3%-ით მეტი იყო.
თაფლის საექსპორტო ქვეყნებია:
- საფრანგეთი – 556 ათასი დოლარი, 97 ტონა;
- ბულგარეთი – 323 ათასი დოლარი, 112 ტონა;
- ნორვეგია – 103 ათასი დოლარი, 21 ტონა;
- ისრაელი – 61 ათასი დოლარი, 10 ტონა;
- არაბთა გაერთიანებული საამიროები – 40 ათასი დოლარი, 5 ტონა;
- საუდის არაბეთი – 23 ათასი დოლარი, 5 ტონა;
- იაპონია – 16 ათასი დოლარი, 1 ტონა;
- ჰონ-კონგი – 13 ათასი დოლარი, 1 ტონა;
- კანადა – 10 ათასი დოლარი, 1 ტონა;
- სომხეთი – 9 ათასი დოლარი, 1 ტონა;
მცირე მოცულობებით თაფლის ექსპორტი ბურკინა-ფასოში, გერმანიაში, ავსტრიაში, სენეგალში და სხვა ქვეყნებში განხორციელდა.
საერთაშორისო ბაზარზე თაფლის უმსხვილესი რეალიზატორი კომპანიების ჩამონათვალი კი ასეთია: შპს PARK GIDA, შპს აპიჯეო, შპს არმგეო გრუპ, შპს გებულ კომერსი, შპს გეო ნატურალი, შპს ემეფ ქომფანი, შპს თაფლიკაცი, შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა-აგრო-ქედა, შპს მეფუტკრე, შპს რუხი დედოფალი. (ექსპორტიორი კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით).
2022 წლის განმავლობაში საქართველოში თაფლის იმპორტის მაჩვენებელი დაბალი იყო. გასულ წელს 31 ტონა თაფლის შესაძენად ქვეყნიდან სულ 83 ათასი დოლარი გავიდა, რაც 2021 წლის მონაცემებს მნიშვნელოვნად აღემატება (83.5 ათასი დოლარი, 31 ტონა).
საქსტატის მიერ BM.GE-სთვის მოწოდებული ინფორმაციით, იმპორტიორი კომპანიების ჩამონათვალი ასეთია: შპს ალმი ჯორჯია, შპს არმგეო გრუპ, შპს გლოსფეისლოჯისთიქსი, შპს ევროპროდუქტი, შპს ვიტამინი, შპს პარიტეტი, შპს სილქ გასტრონომი, შპს ჩაჩო.