საქართველოს მეორადი ტანსაცმლის იმპორტი თითქმის 50%-ით გაუძვირდა. 2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყანა ერთ ტონა მეორეულ ტანსაცმელს საშუალოდ, 2 735 დოლარად ყიდულობდა, წელს 3 თვეში ეს მაჩვენებელი 4 067 დოლარამდე გაიზარდა.
2023 წლის პირველ კვარტალში საქსტატის მონაცემებით საქართველოში 9,077 მლნ დოლარის ღირებულების 2 232 ტონა მეორადი ტანსაცმლის იმპორტი განხორციელდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 6 270 მლნ დოლარის ღირებულების 2 293 ტონის.
ქვეყნები, საიდანაც საქართველო ყველაზე დიდი რაოდენობით მეორად ტანსაცმელს ყიდულობს: (2023 წლის პირველი კვარტალი)
- თურქეთი – 3,980 მლნ დოლარის ღირებულების 1 109 ტონა
- აშშ – 1,885 მლნ დოლარის ღირებულების 126 ტონა
- გაერთიანებული სამეფო – 542,7 ათასი დოლარის ღირებულების 202,7 ტონა
- ნიდერლანდები – 503,4 ათასი დოლარის ღირებულების 106,5 ტონა
- ბელგია – 355,8 ათასი დოლარის ღირებულების 132,7 ტონა
2023 წელს მეორადი ტანსაცმლის იმპორტი საქართველოში 20-ზე მეტი ქვეყნიდან განხორციელდა.