დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოს მეორადი ტანსაცმლის იმპორტი 50%-მდე გაუძვირდა

0
გაზიარება

საქართველოს მეორადი ტანსაცმლის იმპორტი თითქმის 50%-ით გაუძვირდა. 2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყანა ერთ ტონა მეორეულ ტანსაცმელს საშუალოდ, 2 735 დოლარად ყიდულობდა, წელს 3 თვეში ეს მაჩვენებელი 4 067 დოლარამდე გაიზარდა.

2023 წლის პირველ კვარტალში საქსტატის მონაცემებით საქართველოში 9,077 მლნ დოლარის ღირებულების 2 232 ტონა მეორადი ტანსაცმლის იმპორტი განხორციელდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 6 270 მლნ დოლარის ღირებულების 2 293 ტონის.

ქვეყნები, საიდანაც საქართველო ყველაზე დიდი რაოდენობით მეორად ტანსაცმელს ყიდულობს: (2023 წლის პირველი კვარტალი)

  1. თურქეთი – 3,980 მლნ დოლარის ღირებულების 1 109 ტონა
  2. აშშ – 1,885 მლნ დოლარის ღირებულების 126 ტონა
  3. გაერთიანებული სამეფო – 542,7 ათასი დოლარის ღირებულების 202,7 ტონა
  4. ნიდერლანდები – 503,4 ათასი დოლარის ღირებულების 106,5 ტონა
  5. ბელგია – 355,8 ათასი დოლარის ღირებულების 132,7 ტონა

2023 წელს მეორადი ტანსაცმლის იმპორტი საქართველოში 20-ზე მეტი ქვეყნიდან განხორციელდა.

მსგავსი სიახლეები

საწვავის ფასი სხვადასხვა ქვეყნებში

მსოფლიოს მასშტაბით საწვავის ფასები განსხვავებულია. ნავთობითა და ენერგორესურსებით მდიდარ სახელმწიფოებში ბენზინის, დიზელისა თუ სხვა სახის ნავთობპროდუქტების ფასები გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე იქ, სადაც ეკონომიკა თითქმის…

თხილის ექსპორტი გაიზარდა

საქართველომ 2023 წლის იანვარ-აპრილში 30.6 მლნ აშშ დოლარის 6 283 ტონა თხილი გაყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 27.5 მლნ აშშ დოლარის 5 588 ტონა თხილი. ტოპ-10 ქვეყნის ჩამონათვალi, სადაც საქართველომ 2023 წელს ყველაზე დიდი…

სტარტაპებისთვის საუკეთესო ქვეყნების ტოპ 5-ეული

Global Startup Ecosystem Index-ის ყოველწლიურ რეიტინგში სტარტაპებისთვის საუკეთესო ქვეყნები გამოვლინდა, ესენია: აშშ დიდი ბრიტანეთი ისრაელი კანადა შვედეთი ხუთეულში შემავალი ქალაქების რეიტინგში აშშ-ის ოთხი ქალაქი მოხვდა - …

სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში საჯარიმო სანქციები იზრდება

პროექტის მიხედვით სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში მოქმედი ჯარიმების ოდენობები შემდეგი სახით იზრდება: ნებართვის გარეშე სამედიცინო საქმიანობაზე 10 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარი იქნება. საექიმო საქმიანობა სახელმწიფო…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!