საქართველოს რკინიგზა 150 წლის იუბილეს აღნიშნავს.ზუსტად 1872 წლის 10 ოქტომბერს ფოთიდან თბილისისკენ პირველი მატარებელი დაიძრა. მთავრობის განკარგულებით, 10 ოქტომბერი რკინიგზელთა დღედ ოფიციალურად გამოცხადდა.
კომპანია წელსაც თანამშრომლებს სხვადასხვა ნომინაციაში აჯილდოებს. რკინიგზის 100-ზე მეტ თანამშრომელს 40-მდე ნომინაციაში სხვადასხვა სახის ჯილდო, მათ შორის სიგელები და პრემიები გადაეცემათ.