განათლებასაინტერესო სიახლეებიუმაღლესი განათლებაფინანსები

საქართველოს რომელი უმაღლესი სასწავლებელია ყველაზე მაღალშემოსავლიანი? – რეიტინგი

0
გაზიარება

შემოსავლების მიხედვით, საქართველოში, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი განათლების სექტორია. 2009 წელთან შედარებით, 2019 წელს, 250 მილიონ ლარიდან 690 მილიონ ლარამდე გაიზარდა განათლების ბიუჯეტი. 2021 წლის მდგომარეობით, საქართველოში 55 უნივერსიტეტია ავტორიზებული, მათ უმრავლესობას კერძო პირები ფლობენ, თუმცა სექტორის შემოსავლების უმეტესი ნაწილი სახელმწიფო უნივერსიტეტების შემოსავლებში ხვდება.

საგულისხმოა, რომ კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტების სიებში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ორი უნივერსიტეტის მთავარი ფოკუსი მედიცინის მიმართულებაა. GALT & TAGGART-ის პროგნოზით, კერძო სექტორის მიმართ მოლოდინი ოპტიმისტურია. შინამეურნეობების შემოსავლების, უცხოელი სტუდენტების რაოდენობისა და უფროსი ასაკობრივი ჯგუფების სასწავლო პროცესში ჩართულობის მაჩვენებლის ზრდის ფონზე, კერძო სექტორის შემოსავლების ზრდა მომდევნო წლებშიც მოსალოდნელია.
გარდა მაღალი და სტაბილური შემოსავლიანობისა, კერძო სექტორი მოგებიანობის თვალსაზრისითაც გამოირჩევა – მოგების მარჟა 2017-2018 წლებში 25%-ს გაუტოლდა. კერძო სექტორის წმინდა მოგება 2019 წლისთვის 42.8 მლნ ლარი იყო.

კერძო სექტორის შემოსავლებისა და მოგების ზრდის პარალელურად, იზრდება სახელმწიფო უნივერსიტეტების საბიუჯეტო შემოსავლები და უმაღლესი განათლების დაფინანსების სახელმწიფო დანახარჯებიც. მზარდია საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვარგარეთ განათლებაზე დახარჯული თანხებიც – 2019 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 151 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.

2020 წლის ნაერთი ბიუჯეტის მიხედვით, სახელმწიფო უნივერსიტეტების შემოსავლების რეიტინგი ასე გამოიყურება:

1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თსსუ) – 165.7 მილიონი ლარი;
2. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) – 103.6 მილიონი ლარი;
3. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ილიაუნი) – 79.2 მილიონი ლარი;
4. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ) – 51.1 მილიონი ლარი;
5. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 22.3 მილიონი ლარი;
6. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 20.9 მილიონი ლარი;
7. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია – 16.3 მილიონი ლარი;
8. თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია – 6.3 მილიონი ლარი;
9. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია – 5.6 მილიონი ლარი;
10. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 5.1 მილიონი ლარი;
11. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 5 მილიონი ლარი;
12. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – 4.8 მილიონი ლარი;
13. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – 4.7 მილიონი ლარი;
14. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – 2.3 მილიონი ლარი;
15. სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია – 1.4 მილიონი ლარი.

რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, 2020 წლის ბიუჯეტის მიხედვით, შემოსავლები ასე გადანაწილდა:

1. ნიუ-ვიჟენ უნივერსიტეტი – 42 მილიონი ლარი;
2. საქართველოს უნივერსიტეტი – 28.3 მილიონი ლარი;
3. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ – 18.2 მილიონი ლარი;
4. კავკასიის უნივერსიტეტი – 17.5 მილიონი ლარი;
5. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი – 16.5 მილიონი ლარი;
6. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი – 15.8 მილიონი ლარი;
7. ევროპის უნივერსიტეტი – 12.9 მილიონი ლარი;
8. დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი – 11.5 მილიონი ლარი;
9. ჯიპა – საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი – 11. 3 მილიონი ლარი;
10. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი – 8.5 მილიონი ლარი;
11. პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია – 7.6 მილიონი ლარი;
12. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი – 7.5 მილიონი ლარი;
13. სასწავლო უნივერსიტეტი „გეომედი“ – 6.5 მილიონი ლარი;
14. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი – 5.4 მილიონი ლარი;
15. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი – 4.3 მილიონი ლარი.

აღსანიშნავია, რომ სიაში წარმოდგენილია უმაღლესი სასწავლებლები, რომელთა ბიუჯეტის შესახებაც ინფორმაცია საჯაროდაა ხელმისაწვდომი.

მსგავსი სიახლეები

15 აგვისტოდან აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ტრანსპორტი, დროებით ბორითის კვანძიდან სოფელ წევამდე იმოძრავებენ რიკოთის ძველი გზით

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გვარცელებული ინფორმაციით, წევა-შორაპნის მონაკვეთზე ჩქაროსნული გზის დაერთებისთვის, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ტრანსპორტი, დროებით, ძველი გზით იმოძრავებს.…

ნეირო მარკეტინგის როლი ბიზნესში – გიორგი ტუღუშის ინტერვიუ Business Summit 2024 -ის შესახებ

5 ივლისს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით Business Summit 2024 გაიმართა, რომელიც დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევდა, სხვადასხვა მიმართულებით სფეროს ლიდერებისგან ინოვაციური პროდუქტების, ახალი…

ზერონ ელექტრიკსი – ინოვაციური მიდგომები საინჟინრო სექტორში

2022 წელს კომპანია „ზერონ ელექტრიკსი“დაარსდა, რომელიც დაპოზიციონირდა ელექტრო-მექანიკური სისტემების სამონტაჟო სამუშაოების შესრულების მიმართულებით. კომპანიის პორტფოლიო აერთიანებს 100-მდე შესრულებულ პროექტსა და 60-მდე მსხვილ…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

Rovi • როვი – თანამედროვე გუნდისგან შემდგარი, ტექნოლოგიების და გამოწვევების მოყვარული საბუღალტრო, საგადასახადო და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია

Rovi • როვი -  თანამედროვე გუნდისგან შემდგარი, ტექნოლოგიების და გამოწვევების მოყვარული საბუღალტრო, საგადასახადო და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც არ უშინდება სიახლეებს და მუდმივად ცდილობს თანამედროვეობის გამოწვევებსა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!