განათლებასაინტერესო სიახლეებიუმაღლესი განათლებაფინანსები

საქართველოს რომელი უმაღლესი სასწავლებელია ყველაზე მაღალშემოსავლიანი? – რეიტინგი

0
გაზიარება

შემოსავლების მიხედვით, საქართველოში, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი განათლების სექტორია. 2009 წელთან შედარებით, 2019 წელს, 250 მილიონ ლარიდან 690 მილიონ ლარამდე გაიზარდა განათლების ბიუჯეტი. 2021 წლის მდგომარეობით, საქართველოში 55 უნივერსიტეტია ავტორიზებული, მათ უმრავლესობას კერძო პირები ფლობენ, თუმცა სექტორის შემოსავლების უმეტესი ნაწილი სახელმწიფო უნივერსიტეტების შემოსავლებში ხვდება.

საგულისხმოა, რომ კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტების სიებში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ორი უნივერსიტეტის მთავარი ფოკუსი მედიცინის მიმართულებაა. GALT & TAGGART-ის პროგნოზით, კერძო სექტორის მიმართ მოლოდინი ოპტიმისტურია. შინამეურნეობების შემოსავლების, უცხოელი სტუდენტების რაოდენობისა და უფროსი ასაკობრივი ჯგუფების სასწავლო პროცესში ჩართულობის მაჩვენებლის ზრდის ფონზე, კერძო სექტორის შემოსავლების ზრდა მომდევნო წლებშიც მოსალოდნელია.
გარდა მაღალი და სტაბილური შემოსავლიანობისა, კერძო სექტორი მოგებიანობის თვალსაზრისითაც გამოირჩევა – მოგების მარჟა 2017-2018 წლებში 25%-ს გაუტოლდა. კერძო სექტორის წმინდა მოგება 2019 წლისთვის 42.8 მლნ ლარი იყო.

კერძო სექტორის შემოსავლებისა და მოგების ზრდის პარალელურად, იზრდება სახელმწიფო უნივერსიტეტების საბიუჯეტო შემოსავლები და უმაღლესი განათლების დაფინანსების სახელმწიფო დანახარჯებიც. მზარდია საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვარგარეთ განათლებაზე დახარჯული თანხებიც – 2019 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 151 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.

2020 წლის ნაერთი ბიუჯეტის მიხედვით, სახელმწიფო უნივერსიტეტების შემოსავლების რეიტინგი ასე გამოიყურება:

1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თსსუ) – 165.7 მილიონი ლარი;
2. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) – 103.6 მილიონი ლარი;
3. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ილიაუნი) – 79.2 მილიონი ლარი;
4. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ) – 51.1 მილიონი ლარი;
5. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 22.3 მილიონი ლარი;
6. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 20.9 მილიონი ლარი;
7. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია – 16.3 მილიონი ლარი;
8. თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია – 6.3 მილიონი ლარი;
9. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია – 5.6 მილიონი ლარი;
10. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 5.1 მილიონი ლარი;
11. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 5 მილიონი ლარი;
12. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – 4.8 მილიონი ლარი;
13. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – 4.7 მილიონი ლარი;
14. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – 2.3 მილიონი ლარი;
15. სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია – 1.4 მილიონი ლარი.

რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, 2020 წლის ბიუჯეტის მიხედვით, შემოსავლები ასე გადანაწილდა:

1. ნიუ-ვიჟენ უნივერსიტეტი – 42 მილიონი ლარი;
2. საქართველოს უნივერსიტეტი – 28.3 მილიონი ლარი;
3. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ – 18.2 მილიონი ლარი;
4. კავკასიის უნივერსიტეტი – 17.5 მილიონი ლარი;
5. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი – 16.5 მილიონი ლარი;
6. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი – 15.8 მილიონი ლარი;
7. ევროპის უნივერსიტეტი – 12.9 მილიონი ლარი;
8. დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი – 11.5 მილიონი ლარი;
9. ჯიპა – საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი – 11. 3 მილიონი ლარი;
10. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი – 8.5 მილიონი ლარი;
11. პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია – 7.6 მილიონი ლარი;
12. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი – 7.5 მილიონი ლარი;
13. სასწავლო უნივერსიტეტი „გეომედი“ – 6.5 მილიონი ლარი;
14. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი – 5.4 მილიონი ლარი;
15. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი – 4.3 მილიონი ლარი.

აღსანიშნავია, რომ სიაში წარმოდგენილია უმაღლესი სასწავლებლები, რომელთა ბიუჯეტის შესახებაც ინფორმაცია საჯაროდაა ხელმისაწვდომი.

მსგავსი სიახლეები

SGBA ბიზნეს სამიტის სპონსორია – არენა ჯგუფი

ბიზნეს სამიტი, რომელიც 15 ოქტომბერს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით გაიმართება, სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi უმასპინძლებს. 400 დელეგატისგან შემდგარი სამიტი მთელი დღის…

15 ოქტომბრის ბიზნეს სამიტზე 200 ბიზნეს კომპანია უკვე დარეგისტრირდა

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA)  ორგანიზებით 15 ოქტომბერს ბიზნეს სამიტი გაიმართება, რომელსაც სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi უმასპინძლებს. ბიზნეს სამიტზე წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის…

400 დელეგატისგან შემდგარი ბიზნეს სამიტი, 15 ოქტომბერს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით გაიმართება

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA)  ორგანიზებით 15 ოქტომბერს ბიზნეს სამიტი გაიმართება, რომელსაც სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi უმასპინძლებს. სამიტს 400 ბიზნესის წარმომადგენელი დაესწრება, როგორც…

მსოფლიოს 10 უმდიდრესი ახალი ამბების წამყვანი

მსოფლიოს 10 უმდიდრეს ახალი ამბების წამყვანი: 1.შეპარდ სმიტი - 25 მილიონი დოლარი შეპარდ სმიტი Fox News-ის გადაცემაში Shepard Smith Reporting-ის წამყვანის პოზიციას იკავებდა. ახლა კი არხის ახალი ამბების განყოფილებაში მმართველი…

MiniBoss ბიზნეს სკოლა თბილისი წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) წევრი კომპანია გახდა

სასიამოვნო სიახლე Tourist card Georgia - ისა და SuccessCard.ge -ს  მომხმარებლებისთვის MiniBoss ბიზნეს სკოლა თბილისი   წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) წევრი კომპანია გახდა, შესაბამისად ბარათის მფლობელებს გაქვთ…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!