2022 წლის 19 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში, ჯამში, 23 111 ექიმი, 22 569 ექთანი და 6 157 სანიტარია. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში 13 953 ექიმი, 11 210 ექთანი და 3 058 სანიტარია.
„რაც შეეხება რეგიონებს, აჭარის რეგიონში 1796 ექიმი, 2272 ექთანი და 619 სანიტარი მუშაობს. გურიაში 235 ექიმი, 305 ექთანი და 94 სანიტარია; იმერეთში – 2458 ექიმი, 3136 ექთანი და 966 სანიტარი; კახეთში – 911 ექიმი, 952 ექთანი და 236 სანიტარი; მცხეთა-მთიანეთში – 233 ექიმი, 383 ექთანი და 80 სანიტარი; რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 56 ექიმი, 150 ექთანი და38 სანიტარია; სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1087 ექიმი, 1165 ექთანი და 262 სანიტარი; სამცხე-ჯავახეთში – 266 ექიმი, 601 ექთანი, 164 სანიტარი; ქვემო ქართლში – 1405 ექიმი, 1485 ექთანი და 398 სანიტარია; შიდა ქართლში – 711 ექიმი, 910 ექთანი და 242 სანიტარი ირიცხება“, – ნათქვამია „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში.