2023-24 სასწავლო წლის მონაცემებით, საქართველოში 30 701 უცხოელი სტუდენტია, რაც დაახლოებით, 23%-ით მეტია წინა სასწავლო წლის მაჩვენებელზე. საქსტატის მონაცემებით, 2022-23 წლებში, ჩვენს ქვეყანაში 25 069 უცხოელი სწავლობდა.
2023-24 წლების მდგომარეობით, კერძო უნივერსიტეტში 23 408 უცხოელი სწავლობს, ხოლო 7 293 სახელმწიფოში.
უფრო კონკრეტულად, იმ ქვეყნების ათეული, საიდანაც ყველაზე მეტი სტუდენტი ჰყავს საქართველოს, ასე გამოიყურება:
- ინდოეთი 16 357
- იორდანია – 2 104
- ისრაელი – 1 904
- ეგვიპტე – 1 073
- გაერთიანებული სამეფო – 1 007
- სუდანი – 993
- ნიგერია 856
- აზერბაიჯანი 806
- რუსეთი – 783
- ლიბანი – 733