საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი იანვარ-მარტში 31.3%-ით შემცირდა, თუმცა მიუხედავად ამისა, იმპორტირებულ საქონელში კვლავ პირველ ადგილს იკავებს 443.8 მლნ აშშ დოლარით 197 მლნ-ით აღემატება, მეორე სასაქონლე ჯგუფს, ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს.
2024 წლის 3 თვეში, საქართველოდან 443.8 მლნ აშშ დოლარი ავტომობილები გადაიყიდა, რაც 7.8%-ით მეტია გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით.
2024 წლის 3 თვეში საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტისთვის TOP-5 ქვეყანა:
- ყირგიზეთი – $221.9 მლნ-ს 5 803 ერთეული; (ღირებულების ზრდა 60.7%)
- ყაზახეთი – $129.3 მლნ-ს 9 714 ერთეული; (ზრდა 32.6%)
- აზერბაიჯანი – $48.4 მლნ-ს 2 601 ერთეული; (კლება 51.3%)
- სომხეთი – $22 მლნ-ს 1 393 ერთეული; (კლება 74.7%)
- ბელგია – 5.5 მლნ-ს 104 ერთეული. (კლება 3.1%)
იმპორტი ყველაზე მეტად იაპონიიდან შემცირდა, რაც სავარაუდოდ წითელი ზღვის კრიზისითაა განპირობებული და ასევე, საქართველოში მარჯვენა საჭიანი მანაქანების გამბაჟების გადასახადის ზრდით. იაპონია კი, სწორედ ასეთ ავტომობილებს აწარმოებს.
TOP-5 იმპორტიორი ქვეყანა:
- აშშ – $270.6 მლნ-ს 22 350 ერთეული; (კლება ღირებულებაში 28.8%)
- გერმანია – $83.5 მლნ-ს 1 922 ერთეული; (ზრდა 10.9%)
- იაპონია – $54.6 მლნ-ს 4 216 ერთეული; (კლება 49.2%)
- სამხრეთ კორეა – $11.7 მლნ-ს 765 ერთეული; (ზრდა 23.7%)
- გაერთიანებული სამეფო – 9.7 მლნ-ს 94 ერთეული; (ზრდა 33.1%)