დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოში ავტომობილების იმპორტი 31.3%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი 7.8%-ით გაიზარდა

0
გაზიარება

საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი იანვარ-მარტში 31.3%-ით შემცირდა, თუმცა მიუხედავად ამისა, იმპორტირებულ საქონელში კვლავ პირველ ადგილს იკავებს 443.8 მლნ აშშ დოლარით 197 მლნ-ით აღემატება, მეორე სასაქონლე ჯგუფს, ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს.

2024 წლის 3 თვეში, საქართველოდან 443.8 მლნ აშშ დოლარი ავტომობილები გადაიყიდა, რაც 7.8%-ით მეტია გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით.

2024 წლის 3 თვეში საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტისთვის TOP-5 ქვეყანა:

  • ყირგიზეთი – $221.9 მლნ-ს 5 803 ერთეული; (ღირებულების ზრდა 60.7%)
  • ყაზახეთი – $129.3 მლნ-ს 9 714 ერთეული; (ზრდა 32.6%)
  • აზერბაიჯანი – $48.4 მლნ-ს 2 601 ერთეული; (კლება 51.3%)
  • სომხეთი – $22 მლნ-ს 1 393 ერთეული; (კლება 74.7%)
  • ბელგია – 5.5 მლნ-ს 104 ერთეული. (კლება 3.1%)

იმპორტი ყველაზე მეტად იაპონიიდან შემცირდა, რაც სავარაუდოდ წითელი ზღვის კრიზისითაა განპირობებული და ასევე, საქართველოში მარჯვენა საჭიანი მანაქანების გამბაჟების გადასახადის ზრდით. იაპონია კი, სწორედ ასეთ ავტომობილებს აწარმოებს.

TOP-5 იმპორტიორი ქვეყანა:

  • აშშ – $270.6 მლნ-ს 22 350 ერთეული; (კლება ღირებულებაში 28.8%)
  • გერმანია – $83.5 მლნ-ს 1 922 ერთეული; (ზრდა 10.9%)
  • იაპონია – $54.6 მლნ-ს 4 216 ერთეული; (კლება 49.2%)
  • სამხრეთ კორეა – $11.7 მლნ-ს 765 ერთეული; (ზრდა 23.7%)
  • გაერთიანებული სამეფო – 9.7 მლნ-ს 94 ერთეული; (ზრდა 33.1%)

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!