საქასტატმა 2022 წლის ივნისის თვის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად ივნისში საქართველოდან უცხოეთში 439 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა, ეს კი წინა წელთან შედარებით 25%ით მეტია.
საქსტატის ანგარიში წინასწარია და ის ქვეყნების და საქონლის მიხედვით დეტალურ ინფორმაციას არ მოიცავს. შესაბამისად, უცნობია თუ რომელი პროდუქციის ექსპორტი არის გაზრდილი და რომელი ქვეყნების მიმართულებით გაიზარდა საგარეო ვაჭრობის მოცულობა.
აღსანიშნავია, რომ ივნისში ექსპორტთან ერთად იმპორტიც გაიზარდა და მან 1.04 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს წინა წელთან შედარებით 21%-ით ანუ 183 მილიონი დოლარით მეტია.
მთლიანად იანვარ-ივნისში ექსპორტი 2.55 მილიარდი დოლარი იყო რაც წლიურად 35%-ით არის გაზრდილი. იმპორტმა კი 5.91 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წელთან მიმართებით ასევე 35%-ით მეტია.