ეკონომიკა

საქართველოში ივნისის თვეში ექსპორტი 25%-ით გაიზარდა

0
გაზიარება

საქასტატმა 2022 წლის ივნისის თვის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად ივნისში საქართველოდან უცხოეთში 439 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა, ეს კი წინა წელთან შედარებით 25%ით მეტია.
საქსტატის ანგარიში წინასწარია და ის ქვეყნების და საქონლის მიხედვით დეტალურ ინფორმაციას არ მოიცავს. შესაბამისად, უცნობია თუ რომელი პროდუქციის ექსპორტი არის გაზრდილი და რომელი ქვეყნების მიმართულებით გაიზარდა საგარეო ვაჭრობის მოცულობა.

აღსანიშნავია, რომ ივნისში ექსპორტთან ერთად იმპორტიც გაიზარდა და მან  1.04 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს წინა წელთან შედარებით 21%-ით ანუ 183 მილიონი დოლარით მეტია.

მთლიანად იანვარ-ივნისში ექსპორტი 2.55 მილიარდი დოლარი იყო რაც წლიურად 35%-ით არის გაზრდილი. იმპორტმა კი 5.91 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წელთან მიმართებით ასევე 35%-ით მეტია.

მსგავსი სიახლეები

ჩაერთე Salenews card-ის გაყიდვებში და ჩართე სხვებიც

ჩაერთე Salenews card-ის გაყიდვებში და ჩართე სხვებიც. ჩვენ უკვე 100 ვართ. Salenews card  გაძლევს შესაძლებლობას, შემოუერთდე ჩვენi გაყიდვების გუნდს და გამოიმუშავო შემოსავლები. ჩვენი პროდუქტი არის ფასდაკლების უნივერსალური ბარათი…

Gori Inn – 119 ნომრიანი სასტუმრო გორში

„საქართველოს ბანკისა“ და „ვაკა ისთეითის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, გორში 5 - ვარსკვლავიანი, 119- ნომრიანი სასტუმრო - Gori Inn გაიხსნა. მათივე ცნობით, სასტუმროში განთავსებულია 3 აპარტამენტი, მოსასვენებელი ოთახი, გასართობი…

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Gori Inn გაიხსნა

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკისა და „ვაკა ისთეითის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში გორში 5 ვარსკვლავიანი, 119  ნომრიანი  სასტუმრო -  Gori Inn…

გორში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Gori Inn იხსნება

21 იანვარს, 17:00 საათზე, „ინნ ჯგუფის“ რიგით  მეექვსე და  გორში პირველი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო იხსნება. საღამოს, როგორც ტურიზმის სექტორის და მთავრობის, ასევე, კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები დაესწრებიან. სასტუმრო …

ბრიტანეთში ინფლაციის დონე 10.5%-მდე შემცირდა

გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდა - დეკემბერში წლიურმა ინფლაციის დონემ 10.5% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ანალიტიკოსების პროგნოზს. ცნობისთვის, წინა თვეს ინფლაცია 10.7%-იან…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!