სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2023 წლის 1-ლი იანვრის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის სიმჭიდროვე 65.3 კაცია 1 კვ. კმ-ზე.
ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილი თბილისია. დედაქალაქში მოსახლეობის სიმჭიდროვე ერთ კვადრატულ კილომეტრზე 2,462.5 კაცია, რაც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
თბილისის შემდეგ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულად ითვლება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ. კმ.-ზე 124.6 კაცია, მას მოსდევს – შიდა ქართლი 72.9 კაცით
- ქვემო ქართლი – 68.8 კაცი;
- გურია – 51.3 კაცი;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 40.1 კაცი;
- კახეთი – 26.9 კაცი;
- სამცხე-ჯავახეთი – 23 კაცი;
- მცხეთა-მთიანეთი – 16.6 კაცი;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.9 კაცი.