დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილი თბილისია – ერთ კვად­რა­ტულ კი­ლო­მეტრზე 2,462.5 კა­ცი

0
გაზიარება

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2023 წლის 1-ლი იანვრის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის სიმჭიდროვე 65.3 კაცია 1 კვ. კმ-ზე.

ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილი თბილისია. დედაქალაქში მო­სახ­ლე­ო­ბის სიმ­ჭიდ­რო­ვე ერთ კვად­რა­ტულ კი­ლო­მეტრზე 2,462.5 კა­ცია, რაც ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებე­ლია.

თბილისის შემდეგ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულად ითვლება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ. კმ.-ზე 124.6 კაცია, მას მოსდევს – შიდა ქართლი 72.9 კაცით

რაც შეეხება სხვა რეგიონების მონაცემებს, ასე გამოიყურება:
  • ქვემო ქართლი – 68.8 კაცი;
  • გურია – 51.3 კაცი;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 40.1 კაცი;
  • კახეთი – 26.9 კაცი;
  • სამცხე-ჯავახეთი – 23 კაცი;
  • მცხეთა-მთიანეთი – 16.6 კაცი;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.9 კაცი.

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!