2022 წლის მე-3 კვარტლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 745.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა-სტატისტიკის ეროვნული სამსახური.
2022 წელს 9 თვეში საქართველოში 1,675 მლრდ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 101,1%-ით მეტია. 2021 წლის 9 თვეში FDI-ს ზომა 830,7 მლნ დოლარი იყო.
ინვესტორი კომპანიების TOP-10 სტატისტიკის მიხედვით:
- შპს მაგთიკომი (კომუნიკაციები)
- სს ენერგო – პრო ჯორჯია (ენერგეტიკა)
- შპს ტავ ურბან საქართველო (ავიაცია)
- შპს ტოიოტა კავკასია (ავტომობილებით ვაჭრობა)
- სს ჯორჯია გლობალ იუთილითიზ (ენერგეტიკა; წყალმომარაგება)
- შპს სითი ლოფტი (აზარტული თამაშები)
- სს ბიჯეო ჯგუფი (საფინანსო საქმიანობა)
- შპს ეპამ სისტემს (ჯორჯია) (კომპიუტერული ტექნოლოგიები)
- სს ეპ ჯორჯია მიწოდება (ენერგეტიკა)
- შპს თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია (ენერგეტიკა).