დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოში მსესხებლების 11,6%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება და ე.წ. „შავ სიაშია“

0
გაზიარება

30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 218 410 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 440 335 -ს შეადგენს. საერთო ჯამში, დეკემბრის მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 919 999 ადამიანს აქვს, ჯამში 40 185 015 948 ლარის მოცულობის – „კრედიტინფოს“ 2022 წლის დეკემბრის თვის სტატისტიკა

მსესხებლების 84,3% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, დეკემბრის მდგომარეობით, ბანკებიდან 36 562 735 792 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 618 921 მსესხებელს აქვს აღებული. ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლების 7,9%-ს უფიქსირდება, რაც რაოდენობრივად 128 088-ია.

სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 721 297 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 2 942 308 664 ლარს შეადგენს. ვადაგადაცილება კი ამ საფინანსო ინსტიტუტების 122 651 მსესხებელს უფიქსირდება.

კიდევ 22 650 ადამიანს კი, ჯამში 679 971 492 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან. აქ ვადაგადაცილება 3 837 ადამიანს უფიქსირდება.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!