სასტუმრო „ეპიზოდი“ თბილისში 6 თვეა გამოჩნდა და ის პირველი ტექნოლოგიური სასტუმროა რეგიონის მასშტაბით.
„ეპიზოდი“ არ უშინდება მზარდ ტენდენციებს და სტუმრებისთვის ყველანაირად კომფორტულ გარემოს ქმნის. ამ ყველაფერს კი დაემატა ანგარიშსწორება ვირტუალური ფულით, ანუ კრიპტო ვალუტით, რაც საქართველოს სასტუმროებში პირველად განხორციელდა. კრიპტომფლობელებს სასტუმროს ნებისმიერი სერვისით შეუძლიათ ისარგებლონ, იქნება ეს ოთახის დაჯავშნა თუ სერვისის შეძენა, რასაც სასტუმრო სთავაზობს დამსვენებლებს.
სასტუმრო მოიცავს 118 ნომერს, სპორტულ დარბაზს, საკონფერენციო და შეხვედრების ოთახებს და მწვანე სივრცე – ატრიუმს. ასევე მოიცავს საერთო სამუშაო სივრცეს, რომელიც ნომრის ღირებულებაში შედის. სასტუმროში ასევე სტუმრებს დახვდებათ self-service სივრცე, სადაც განთავსებულია კიოსკენი, რომლებიც სრულად უზრუნველყოფენ მომხმარებლისთვის CHECK IN, CHECK OUT & RESERVATION დავალებებს. ანალოგიური დავალების შესრულება მომხმარებელს შეუძლია EPISODE HOTELS – ის აპლიკაციიდან, რომელიც ასევე მათ საშუალებას აძლევს მიიღონ სხვადასხვა სერვისები.
სასტუმრო გათვლილია ნომადებზე და ახალგაზრდა პროფესიონალებზე, რომლებიც ეძებენ ახალ საინტერესო გამოცდილებას სტუმარ-მასპინძლობის სექტორში. ეს არის გარემო, სადაც თანამშრომლებს შეუძლიათ იმუშაონ მშვიდად, გაიცნონ საინტერესო ადამიანები, მიიღონ ინსპირაცია და დაეუფლონ ტექნოლოგიებს.